როგორ მოვაწყოთ მისაღები ოთახი: 5 ყველაზე კომფორტული სქემა

0

მისაღები ოთახი ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებადი ფართია. სწორედ ამიტომ, მის მოწყობას ყურადღებით უნდა მივუდგეთ. ჩვენ გთავაზობთ მისი მოწყობის 5 ვარიანტს, რომელშიც რეალიზებულია თანამედროვე ოჯახების ძირითადი მოთხოვნილებები.

1. ორიენტირება ვიზუალურ ცენტრზე
• ვიზუალურ ცენტრად შეიძლება გამოიყენოთ არამხოლოდ ტელევიზორი, არამედ ბუხარი, წიგნის კარადა ან თუნდაც ფანჯარა;
• ასეთი განლაგებით სწრაფი ადაპტაციაა შესაძლებელი. საჭიროა, უბრალოდ მოაბრუნოთ სავარძლები და დაამატოთ ბალიშები;
• მოაბრუნეთ სავარძლები ვიზუალური ცენტრისკენ.
121

2. საკომუნიკაციო ზონა
• დივანი და სავარძლები უნდა იყოს მობრუნებული ერთმანეთისკენ, რომ მათზე მჯდომებს თავისუფლად შეეძლოთ საუბარი;
• სტუმართმოყვარე ადამიანებისთვის ეს ვარიანტი იდეალურია;
• მისაღები ისე უნდა გააფორმოთ, რომ ოთახში გავლა საკომუნიკაციო ზონის ორივე მხრიდან იყოს შესაძლებელი, და არა მის გასწვრივ;
2

3. საბავშვო კუთხე
• მრავალფუნქციური სივრცე უმჯობესია ზონებად დაყოთ;
• გააკეთეთ ტევადი შენახვის სისტემა სათამაშოებისთვის;
• ვიზუალურად გაყავით „დიდების“ და „პატარების“ ზონები. საამისოდ ყველაზე მარტივი გადაწყვეტილება ჟურნალის მაგიდაა.
3

4. ვიზუალური ბალანსი
• განათავსეთ ავეჯი ერთმანეთთან ზომებისა და გაბარიტების გათვალისწინებით.
• პრაქტიკაში ეს შემდეგნაირად გამოიყურება – დაალაგეთ მსგავსი მახასიათებლის საგნები ერთმანეთის მოპირდაპირედ.
4

5. სიმეტრია
• სიმეტრიული ინტერიერისთვის ყველაზე მეტად გამოდგება წყვილი საგნები – სავარძლები, მაგიდები, ნათურები.
• სიმეტრიული მოწყობილობა ყველაზე კარგად ოფისში მუშაობს.
• ასიმეტრია კი, პირიქით, გარემოს უფრო არაფორმალურს ხდის.
5

უზრუნველყავით თავისუფალი გასავლელი ოთახში
• ერთი კედლის გასწვრივ მდებარე კარები შესაძლებლობას გვაძლევს, ოთახში გაბარიტული ავეჯი დავდგათ;
• საპირისპირო კედლებზე სიმეტრიულად განლაგებული კარები საერთო ზონას ორად ყოფს;
• სამი და სამზე მეტი კარი კი, განაპირობებს საერთო ზონის გაყოფას რამდენიმე ნაწილად.
6

კომენტარები

კომენტარი

CLOSE
CLOSE