როგორ მოაწყოთ გარდერობი: რჩევები და მაგალითები

0

იშვიათად ნახავთ ისეთი ადამიანს, რომელსაც ახალი ტანსაცმლის შეძენა დიდ სიამოვნებას არ ანიჭებს, მაგრამ შეძენასთან ერთდ, ჩნდება პრობლემა – როგორ მოათავსოთ ტანსაცმელი გარდერობში. სტატია სწორედ ამ თემას ეხება.
9c0d02afb5254f22159a35843a9271c066823773
სათავსო
საგარდერობოში, როგორც ტანსაცმლის, ასევე საწოლის თეთრეულის, სპორტული ინვენტარის, სადღესასწაულო დეკორის საგნებისა და კიდევ უამრავი ნივთის შენახვა შეგიძლიათ. გარდერობის ოთახი იგივე კარადაა, თუმცა განსხვავება იმაშია, რომ მასში შესვლა და ტანსაცმლის მოზომვა სარკის წინაა შესაძლებელი. მდიდრულ ვარიანტში კი, შესაძლებელია რამდენიმე საგარდერობოს მოწყობა: კაცის, ქალისა და ბავშვისთვის.
7c82cedf7439234fac7edfad80c0056e61f4129f

ლოკალიზაცია
გაფართოებული თანამედროვე გეგმა ადგილით საგარდერობოსთვის, სამრეცხაოსთვისა და რამდენიმე სხვა ოთახისთვის – დიდი იღბალი და არანაკლები იშვიათობაა. ყველაზე ხშირად, ბინები შემოიფარგლება რამდენიმე ჩაშენებული კარადით. რა უნდა გააკეთოთ ასეთ შემთხვევაში? აირჩიეთ რომელიმე კუთხე (მაგალითად, დერეფანში) და განათავსეთ ყველა საჭირო ნივთი 3-5 კვ. მ-ზე. კუთხის იზოლირება მოახდინეთ, ვთქვათ, – დასაკეცი კარით, ფარდით ან შირმით.
06885cd9e36f6cc4a8b55610a38c84b2e4b3b6aa

შინაგანი სამყარო
საგარდერობოს სივრცის შევსება 2 მეთოდითაა შესაძლებელი: კლასიკური და თანამედროვე. პირველ შემთხვევაში ოთახი ივსება კარადებით, უჯრებით, სტელაჟებით. მეორე შემთხვევაში კი – გამოსაწევი კალათებით, ლითონის შტანგებით, საკიდებითა და ყუთებით. ასეთი კონსტრუქციების მოწყობა ძალიან მარტივია. უფრო მეტიც, ახალი ტექნოლოგიები საშუალებას გაძლევთ, მინიმალური ძალისხმევის გამოყენებით, საგარდერობოში დაამატოთ სამრეცხაოს ან ბუდუარის ფუნქციაც.
db8a725c3667944893f32eb93f4af34d3f81f1ed

მოქმედების გეგმა
საგარდერობოს მოწყობამდე აუცილებელია, მოიფიქროთ საგნების საუკეთესო განლაგება და ასევე, გაითვალისწინოთ თავისუფალი სივრცე.
საგარდერობო – სასურველი ფუნქციონალური სივრცეა, რომლის მეშვეობითაც ბინაში უფრო მეტი ადგილის შენარჩუნება შეგეძლებათ. ამავდროულად, თქვენი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი უფრო დიდი დროის განმავლობაში შეინარჩუნებს თავის პირვანდელ სახეს.
c9a6d939258dafd6c63a4d6e163eb612f3572ba7

კომენტარები

კომენტარი

CLOSE
CLOSE