როგორ იცვლებოდა ინტერიერის დიზაინი ბოლო 70 წლის განმავლობაში

0

როცა ვუყურებთ დიდი ზომის კედლის ავეჯს ან წითელ ხალიჩებს, გვიკვირს, რომ ეს ყველაფერი ოდესღაც მოდური იყო. თუმცა, თუკი ცნობილი IKEA-ს ჟურნალების გარეკანებს დავაკვირდებით, რომელიც შესაბამისი დროის მოდას გამოხატავს, შეიძლება აღნიშნულ საგნებს სხვა თვალით შევხედოთ და უფრო მეტად გავუგოთ ჩვენს ბებია-ბაბუებს.
წარმოგიდგენთ IKEA-ს ჟურნალების გარეკანებს 1951-დან 2018 წლამდე, რითაც შეძლებთ თვალი მიადევნოთ მოდის ცვლილებას ბოლო 70 წლის განმავლობაში.
1951წელი

პირველმა კატალოგმა მზის სინათლე 1951 წელს იხილა. მაშინდელი IKEA-ს ასორტიმენტში ზეთით ფერწერის ნიმუშებიც ნახვაც შესაძლებელია.
1954წელი

დააკვირდით სამფეხიან მაგიდას, სწორედ მისგან დაიწყო გლუვი ზედაპირის ისტორია.
1962 წელი

60-იან წლებში მართკუთხა კარადები დაუჯერებლად მოდური იყო. მისი ნახვა ცნობილი ფილმის „სავსე მთვარის სამეფო“ კადრებშიც შეგიძლიათ.
1965 წელი

კატალოგის გარეკანზე – იგივე ავეჯის კედლები, რომელთა ფეშენებელურობის დაჯერება დღეისათვის ძალიან რთულია, მაგრამ 1965 წელს პოპულარობის მწვერვალზე იყო.
1969 წელი

60-იანი წლების ბოლოს, ჩაისახა ნათელი და კონტრასტული ფერებისადმი სიყვარული და პლასტმასის მრავალფეროვანი გამოყენება. გაიხსენეთ დივანი, რომელზეც იჯდა „საუზმე ტიფანისთან“ გმირი – მას გამორჩეული ფერადოვნება ამშვენებს.
1974 წელი

70-იანი წლების შუაში კი, პასტელური ფერებისადმი ინტერესი კვლავ გაიზარდა.
1978 წელი

კარგი მისაღები, დივანი და რბილი ხალიჩები 80-იან წლებში ჰარმონიული სახლის ატრიბუტი იყო – გასაკვირი არ გახლავთ, რომ სწორედ ისინი მოექცა ცნობილი ჟურნალის გარეკანზე.
1983 წელი

კონუსის ფორმის განათებები წარმოუდგენლად პოპულარული იყო 80-იან წლებში, მათი ნახვა აღნიშნული წლების IKEA-ს გამოცემის თითქმის ყველა კატალოგის გარეკანზე შეგიძლიათ.
1987 წელი

სტერეოტიპებისადმი თანდათანობითი უარის წყალობით, უფრო და უფრო საინტერესო, არაორდინალური ფორმები გამოჩნდა – მაგალითისთვის გამოდგება 1987 წელს გამოცემული ჟურნალის გარეკანზე წარმოდგენილი დივანი.
1992 წელი

90-იან წლებში ყველაზე მოდური გახდა უჩვეულო პრინტი. ეს ეხება როგორც ფარდებს, ასევე სავარძლებს და გადასაფარებლებს.
1998 წელი

2000-იანების სიახლოვეს, თავი იჩინა ღია სივრცისადმი სიყვარულმა. ამასთან ერთად, შესამჩნევი ტენდენციაა ფოტოების მინიმალისტური ნაკრები კედლებზე. სერიალის „სექსი დიდ ქალაქში“ ვარსკვლავურ აპარტამენტში სწორედ იმგვარი ფოტოებია კედელზე წარმოდგენილი, როგორიც IKEA-ს 1998 წლის გამოცემის გარეკანზე.
2000 წელი

წლის გარეკანი იდეალურად წარმოადგენს იმ დროის ატმოსფეროს – ახალი ათასწლეული, ახალი ერა.
2005 წელი

2010 წლისკენ მოდაში სიმყუდროვე, გადასაფარებლების და ბალიშების სიმრავლე ბრუნდება, მაგრამ ეს ყველაფერი შეხამებულია სკანდინავიურ სტილთან – გამორჩეული ტენდენცია ხდება ნათელი ფონი და მინიმალისტური ავეჯი.
2008 წელი

ფერადი დივნები, მკვეთრი პრინტი ბალიშებზე – ეს უკვე ჩვენი დროის ჟურნალის გარეკანია.
2012 წელი

ნახეთ დევიდ ფინჩერის ფილმის „დაკარგული გოგონა“ ინტერიერი – იგივენაირი თეთრი კედლები, რომელიც სივრცეს ვიზუალურად ზრდის.
2015 წელი

IKEA-ს ინტერიერები წარმოაჩენს საცხოვრებლის ახალ იერსახეს – აპარტამენტები მეგაპოლისებში და ბინა-სტუდიები.
2018 წელი

ასპარეზზე გამოჩნდა ფერთა ბევრად საინტერესო გადაწყვეტა – პასტელური, მაგრამ მკვეთრთან ერთად. სკანდინავიური მინიმალიზმი გზას უთმობს ინტენსიურ სირბილეს.