როგორ გავაფორმოთ სამზარეულოს გამწოვი – საინტერესო რჩევები თქვენთვის

0

სამზარეულოს ერთ-ერთი ყველაზე შეუცვლელი ფუნქციური ელემენტი არის გამწოვი. თუმცა, ხშირად მას საკმარის ყურადღებას არ აქცევენ, რის გამოც საერთო სტილისტიკიდან ვარდება და დიზაინს აფუჭებს.
წარმოგიდგენთ რამდენიმე იდეას და რჩევას, თუ როგორ შეიძლება სწორად განათავსოთ და გააფორმოთ გამწოვი, რათა ის ჩაჯდეს სამზარეულოს დიზაინში და შეავსოს.
1
ხე არასდროს გადადის მოდიდან. ფერებით გაჯერებული ხის ჩარჩო არაპრეზენტაბელური გამწოვის შესანიშნავი შემნიღბავია და პრაქტიკულად, ყველანაირ ინტერიერს უხდება.
2
А здесь из древесины сделан целый короб, который отлично контрастирует с простой кухонной мебелью, оживляя кухню и делая ее не такой плоской и стандартной.
აქ კი, ხისგან დამზადებულია მთელი ყუთი, რომელიც შესანიშნავ კონტრასტშია უბრალო ავეჯთან და სამზარეულოს არასტანდარტულ ხიბლს აძლევს.
3
ლითონის ყუთი გამწოვისთვის ასევე შეიძლება იქცეს კარგ მორთულობად. მაგალითად, ამ სამზარეულოს ამშვენებს ხმელთაშუა ზღვის სტილის თუთიის დიდი ყუთი, კარგად შერჩეული ფერთა გამით.
4
სპილენძი ბოლო დროის ტრენდად რჩება, რის გამოც გამწოვის სპილენძის ყუთი სამზარეულოს შესანიშნავი დეტალია. ხოლო თუკი ნამდვილი სპილენძით ვერ ისარგებლებთ, გამოიყენეთ ხე და სპილენძის საღებავი. სწორი შეღებვის შემთხვევაში, განსხვავებას ვერავინ შეამჩნევს.
5
ასევე შესანიშნავი იქნება ხის და მეტალის შერწყმა. მთავარია, ფერთა გამა შეესაბამებოდეს სამზარეულოს საერთო სტილს.
6
ნუ მოგერიდებათ, გამწოვის შეღებვისას მიმართოთ მკვეთრ განსხვავებას დანარჩენ ტექნიკასთან. ნახეთ, რა ორიგინალურად და ამავე დროს, ჰარმონიულად გამოიყენება ცისფერი ღუმელი და გამწოვი ღია მწვანე სამზარეულოში.
7
მაღალი ჭერის შემთვხვევაში, შესაძლებელია ხაზი გაუსვათ არა მხოლოდ გამწოვს, არამედ თავად ჰაერის სადინარსაც, რაც მაღალ ჭერსა და დიდ სივრცეზე გააკეთებს აქცენტს.
8
ამ სამზარეულოში კი, ასევე ხაზგასმაა ფოლადი გამწოვზე, რომელიც ოთახს დამატებით ვერტიკალურ დინამიკას აძლევს და ინტერიერის თანამედროვე სტილს უნარჩუნებს.
9
თუკი ღუმელი სამზარეულოს კუნძულზეა განთავსებული, გამწოვს დიდად ვერ დამალავთ და მოგიწევთ მისი გამოყოფა ორიგინალური დიზაინერული საშუალებებით, რისი არჩევანიც ბაზარზე ძალიან დიდია.
10
თუ გსურთ ბოლომდე დაფაროთ გამწოვი, მოგიწევთ შეჩერდეთ ვარიანტზე, როცა ის სამზარეულოს კარადის დიზაინს იმეორებს. სიცარიელის შეგრძნების საწინააღმდეგოდ კი, რეკომენდირებულია მასზე განათავსოთ პრაქტიკული ნივთები, ან სუვენირები.

კომენტარები

კომენტარი

CLOSE
CLOSE