როგორ გადავაქციოთ პატარა აივანი ყველაზე კომფორტულ სივრცედ

0

კომფორტული აივანი – ეს შესანიშნავი ვარიანტია, გაისეირნოთ სახლიდან გაუსვლელად. თუმცა, როგორ გადავაქციოთ ის დროის გატარების სასიამოვნო ადგილად, თუკი მცირე ზომისაა? ეს არც ისე რთულია, მთავარია ცოტა ფანტაზია და შესაძლებლობა, რისი კლასიკური მაგალითიცაა პატარა და წარმოუდგენლად მომხიბვლელი ფრანგული აივნები. ჩვენ კი, წარმოგიდგენთ თქვენი ოცნების აივნის გაფორმებისთვის საჭირო რჩევებს, რომელთა მიხედვითაც, შეგიძლიათ მცირე ექსპერიმენტები ჩაატაროთ.
ღია თუ დახურული?
როგორც ღია, ასევე დახურული აივნისთვის შესაძლებელია მომგებიანი დიზაინის შერჩევა. სპეციალისტთა თქმით, მცირე ზომის დახურულ აივანს შემდეგი ვარიანტები უხდება:
• ჩამონტაჟებული ყუთები, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც სავარძლები, მაგიდა და რა თქმა უნდა, შესანახი საშუალებები
• ჰამაკი ან დასაკიდი სავარძელი
• სამუშაო კუთხის ორგანიზება
• ცალკე ნიშად გამოყოფილი მოსასვენებელი ადგილი


მცირე ზომის ღია აივანი ევროპული კომფორტის შექმნის საშუალებას იძლევა, თუკი სწორად გამოიყენებთ გასაფორმებელ მასალებს.
• სტილი “კაფე ერთი მაგიდით”
• ჩამოკიდებული სკამები
• მცენარეები, როგორც ბუნებრივი ღობე
• დეკორატიული ზონირება
• ფარდები და ბალდახინი


ყველაზე პრაქტიკული და გამძლე საფარი ღია აივნისთვის თაბაშირ-გრანიტი, ტერასის დაფა, ბუნებრივი ან ხელოვნური ქვაა. აქცენტად შეგიძლიათ გამოიყენოთ ხელოვნური ბალახის საფარი.
პრაქტიკული რჩევა: საინტერესო დეტალი აივანზე მასაჟის ეფექტით არის კონტეინერი ფერადი ხრეშით, რომლის შეძენაც ლანდშაფტის დიზაინის მაღაზიაში შეიძლება. მასაჟითაც კმაყოფილი დარჩებით და თვალსაც გაახარებთ ფერებით.
როგორ გამოვიყენოთ სივრცე ეფექტურად?
აივნის სივრცის ვიზუალური ზრდისთვის დაგეხმარებათ ნათელი ფერის კედლები და მორთულობა. შეარჩიეთ თეთრი, კრემისფერი, ყვითელი, ცისფერი – რაც უფრო დიდ ფართს წარმოაჩენს. ამავე დანიშნულებით სასურველია პრიალა ზედაპირები, რომლებიც ირეკლავს სინათლეს.


როგორ მოვიხმაროთ მცირე სივრცე მაქსიმალურად?
გამოიყენეთ:
• დასაკიდი ავეჯი: პორტატული მაგიდები, სკამები, სავარძელი და ჰამაკი. თუკი ღია აივანი გაქვთ, უსაფრთხოებისთვის გაითვალისწინეთ, რომ დასასვენებელი ადგილი აუცილებლად უნდა გამოყოთ მოაჯირის ზოლის ქვემოთ.
• ფანჯრის რაფას ადვილად შეუძლია შეცვალოს მაგიდა ან თარო
• ჩამოსაკიდი კონტეინერი მცენარეებისთვის
განათება, რომელის სიმყუდროვეს მატებს


აივანზე სინათლის წყაროები კომფორტის შექმნაში გვეხმარება. ნათელი აქცენტებისთვის, ყურადღება მიაქციეთ შემდეგ ვარიანტებს:
• ფანრები, რომლებიც მზის სხივებით იმუხტება და ღამით ანათებს
• გირლანდები, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს მთელი წლის განმავლობაში. ყველაზე პოპულარული: მკვეთრი დეტალები დღისით და სინათლე ღამით
• ხელოვნური სანთლები
• მცირე ზომის ბაღის ფანრები
• განათებული დეკორატიული ფიგურები



დამატებითი აქსესუარები
ეთანხმებით იმ აზრს, რომ ნებისმიერ შენობას კომფორტს მატებს ინდივიდუალური დეტალები? ასევეა აივანიც – დაამატეთ საინტერესო წვრილმანები.
პლედები, ბალიშები, დეკორის ელემენტები, ფარდები, დეკორატიული ქოლგები და ა.შ. – სამუშაო დღის შემდეგ, კომფორტულ დასასვენებელ გარემოს შეგიქმნით. ხოლო თუკი მზის სხივების, წვიმის ან ყინვის მიერ ინტერიერის საგნების დაზიანების გეშინიათ, გამოიყენეთ ღია სივრცისთვის განკუთვნილი მასალები.

აქსესუარები, რომლებიც განკუთვნილია გარე გამოყენებისთვის ტერასებზე და აივნებზე, დამზადებულია დამცავი ზედაპირით. რაც შეეხება ფარდებს და სხვა დეკორატიულ ნაკეთობებს, შეარჩიეთ ბუნების ფერებში.
ყვავილები:
ბუნებრივია, ყვავილები აივნის გამორჩეული აქცენტია. მათი დახმარებით, შესაძლებელია არა მხოლოდ კომფორტის შექმნა, არამედ ზონირება.



ყვავილებს შეუძლია:
• ბუნებრივი ეკრანის შექმნა
• ფერადი აქცენტების ორგანიზება
• კედლების დეკორირება


იმისათვის, რომ აივანზე ყვავილებმა აპრილიდან ნოემბრამდე გაგახარონ, შეარჩიეთ არასრული დეკორატიული ვარიანტები: ქრიზანთემები, პელარგონიუმი, ბეგონია, პეტუნია, კალენდელი და ა.შ. იმისათვის, რომ ლამაზად ყვაოდნენ, განსაკუთრებული ძალისხმევა არ არის საჭირო – მხოლოდ მზიანი მხარე, საკმარისი მორწყვა, სასუქების გამოყენება.



პრაქტიკული რჩევები: მცირე ზომის აივნისთვის აქტუალურია მცენარეულობის ვერტიკალური განლაგება. ამისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ ჩამოსაკიდი ორგანაიზერი. ქოთნები ან შუშის ქილები, რომლებიც განლაგებულია ხის პანელებზე, ლითონის დამჭერების მეშვეობით.

CLOSE
CLOSE