როგორ გადავაქციოთ აივანი კომფორტულ ოთახად – რჩევები და მაგალითები

0

აივანი და ლოჯია ყველასთვის წარმოადგენს დასვენების ზონას და სასარგებლო მეტრაჟის სტრატეგიულ რეზერვს. ამჯერად, ჩვენ წარმოგიდგენთ მაგალითებს, თუ როგორ შეიძლება გადააქციოთ აივანი დამატებით ოთახად, რომელიც იქნება არა მხოლოდ ლამაზი, არამედ პრაქტიკულიც.


მიზნის განსაზღვრა
აივნის გადაკეთების უამრავი ვარიანტი არსებობს – საგარდერობოდან სპორტზალამდე. შესაძლებელია, როგორც ამ სივრცის მიერთება სხვა ოთახთან, ასევე მისი მეშვეობით დამატებითი ოთახის შექმნა. თუმცა, ორივე შემთხვევაში გასათვალისწინებელი, თუ რამდენად კანონიერად განხორციელდება ტექნიკური სამუშაოები.


აივნის გაფართოების ნებისმიერი მცდელობისა, თუ თაღების გადიდებისას, აუცილებელია სიფრთხილე და სპეციალისტის რჩევები. საინტერესო მეთოდია უკანა კედლის დარჩენილ ნაწილზე ბარის სადგამის, თაროს ან მაგიდის დამონტაჟება.


ყველაზე რთული ვარიანტია აივანზე სამზარეულოს ან სველი წერტილის განთავსება. ეს ყველაფერი მოითხოვს ძალიან დიდ ძალისხმევას, რაც შესაბამისი ტექნიკური საშუალებების გადაადგილებასთან არის დაკავშირებული.


დათბობის წესი
იმისათვის, რომ აივანი დამატებით ოთახად იქცეს, საჭიროა მისი ჰერმენტულად შემინვა ყველა მხრიდან. ამ შემთხვევაში აუცილებელია სპეციალისტის აზრი, რადგან ზოგიერთ ნაგებობაში მსგავსი გარდაქმნა დაუშვებელია.


სერიოზული გათბობის მისაღებად, საჭიროა იატაკის გამათბობელი სისტემის სწორად შერჩევა და ორმაგი მინა.


კედლების და ჭერს დასათბობად დღეისათვის უამრავი განსხვავებული მასალა არსებობს – ყველაფერი დამოკიდებულია თქვენს საჭიროებებზე, ფინანსურ შესაძლებლობებზე და აივნის ან ლოჯიის მახასიათებლებზე. ერთადერთი რჩევა ამასთან დაკავშირებით არის ის, რომ ყურადღებით მოისმინოთ ინჟინრის აზრი და შეარჩიოთ ის, რაც ნაკლებად გაზრდის გადახურვის დატვირთვას.


ორმაგი დაცვა
ერთოთახიანი ბინის მფლობელები და მშობლები, რომლებსაც მცირე საცხოვრებელი ფართი აქვთ, ხშირად იყენებენ საძინებელთან ან საბავშვო ოთახთან მდებარე აივანს. ორივე შემთხვევაში აუცილებელია დაცვა, როგორც სიცივის, ასევე ხმაურისგან.


ასეთ დროს, სპეციალისტები ურჩევენ ე.წ. “ჭკვიან” ფანჯრებს, რომელიც სულ უფრო პოპულარული ხდება მსოფლიოში. ის თითქმის ანახევრებს სითბოს კარგვას. აივანი ხდებ უფრო კომფორტულიც კი, ვიდრე დანარჩენი ოთახები.


გაფორმება
დათბობის შემდეგ, იზრუნეთ აივნის დეკორირებაზე. სხვადასხვა ვარიაცია არსებობს, როგორც კედლების, ასევე იატაკის გაფორმების მხრივ. თუმცა, “თბილი იატაკის” ხით დაფარვას სპეციალისტები ნაკლებად გვირჩევენ. აჯობებს, უფრო ექსცენტრიული მასალა გამოიყენოთ.


შესაძლებლობები
ჯერ კიდევ 10-15 წლის წინ იყო ფართოდ გავრცელებული აივნისა გაფართოების და ოთახად გადაქცევის მეთოდები, თუმცა გემოვნება შეიცვალა და მასთან ერთად, “აივნური მოდაც”.


როცა საქმე ეხება კომფორტულ სივრცეს და საოჯახო ოფისებს, პოპულარულობის პიკზეა სპორტული მოედანი. თუკი ჯანსაღი ცხოვრების წესს ანიჭებთ უპირატესობა და ახლომახლო არ გაქვთ პარკი, მოგიწევთ მისი შექმნა სახლში. შეიძლება ითქვას, რომ ტრენაჟორები აივანზე გათბობის კარგი საშუალებაა.

კომენტარები

კომენტარი

CLOSE
CLOSE