როგორ გადავაკეთოთ ერთოთახიანი ბინა სამოთახიანად

0

ეს პროექტი, პირველ რიგში, მოგხიბლავთ თავისი ფართობით. არქიტექტორს მხოლოდ 30 მეტრი ჰქონდა, რომელზეც უნდა განეთავსებინა მისაღები, საბავშვო და საძინებელი ოთახები. პროექტის ავტორს, ეს ძალიან კარგად გამოუვიდა.
13
14
ინტერიერში ძირითად როლს თამაშობს ფირუზისფერი. ის გამოყენებულია მისაღები და საძინებელი ოთახის აქცენტებშიც. აგურის კედელი შეღებეს თეთრ ფერში, დადგეს თეთრი დასაკეცი საწოლი, რომელიც კარადაში თავსდება. ასევე, აქ დაამატეს წითელისა და შავის აქცენტები.
4
განათება გვეხმარება, რომ სივრცე ზონებად დავყოთ. ძირითადი განათება ბინაში პატარა ნათურებიდან მოდის.
რაც შეეხება დამატებით განათებას, მისაღებ ოთახში ტელევიზორთან განათავსეა. საძინებელში საწოლის ზემოთ ჩამოკიდეს ჭაღი, რომელიც ოთახს სიმყუდროვეს მატებს.
3
მისაღებში, დივანის ზონაში გამოყოფილია ფირუზისფერი. ამან ვიზუალურად გააფართოვა სივრცე. მისაღებ ოთახსა და ბიჭის საძინებელ ოთახს შორის აგურის ტიხარი გააკეთეს, რამაც ინტერიერს ბუნებრივობა შემატა. კედლების ძირითადი ფერია თბილი რუხი სხვადასხვა ტონალობაში.
1
ყველა კარადა, ტუმბო და თარო ნაყიდია. შეკვეთით დაამზადეს მხოლოდ საწოლი სტელაჟებით.
8
საძინებელი და კაბინეტი – ეს ვიწრო გრძელი სივრცეა, ერთი ფანჯრითა და დაბალი ჭერით. ამიტომ დიზაინერმა გამოიყენა თეთრი ფერი ჭერზე, რამაც ვიზუალურად გაზარდა სიმაღლე.
11
საძინებელ ოთახში ავტორმა იპოვა ადგილი ორი დიდი კარადისთვის, ასევე, განათავსა თაროები წიგნებისა და წვრილმანების ყუთებისთვის. ბუხარი ინტერიერის კიდევ ერთი ძალიან საინტერესო დეტალია.
10

კომენტარები

კომენტარი

CLOSE
CLOSE