როგორ ავარჩიოთ ნიჟარა სააბაზანოსათვის – რჩევები და იდეები

0

d9f64d178079ea13b6f366cd09b5

თითქოს ნიჟარის შერჩევა ადვილი საქმეა – შეარჩევთ ფორმას და ზომას, რომელიც თქვენს აბაზანას შეესაბამება და დაამონტაჟებთ, თუმცა მისი შერჩევა ბევრად რთულია, რადგან მან შეიძლება გაალამაზოს ინტერიერი ან პირიქით, მთელი დიზაინი გააფუჭოს, ამიტომ მისი არჩევისას სიფრთხილე და ყურადღება გმართებთ !

ჩაშენებული ნიჟარა

ყველაზე პოპულარული ტრენდი სწორედ მაგიდაზე ჩაშენებული ნიჟარაა, რომლის ნახევარიც ზევიდან არის დარჩენილი.  ასეთი ნიჟარა ნებისმიერი დიზაინის ინტერიერს უხდება, შეესაბამება ნებისმიერ მაგიდის ზედაპირს, რადგან ზევით დარჩენილი ნაწილი საშუალებას არ აძლევს წყალს მაგიდაზე მოხვდეს და დააზიანოს ის.

2667cce0b751f36de112515a591f

ზედაპირში ჩასმული ნიჟარა

ასეთივე პოპულარობით სარგებლობს ნიჟარა, რომელიც მთლიანად დამალულია მაგიდის ზედაპირში. ასეთი ნიჟარები სისუფთავის განცდას ტოვებენ და თითქოს უფრო პატარა ადგილს იკავებენ. პატარა სააბაზანოსათვის, სადაც ადგილის დაზოგვა გსურთ სწორედ ასეთი ნიჟარაა რეკომენდირებული. წყლის მაგიდასთან ხშირი კონტაქტის გამო უმჯობესია წყალგამძლე ზედაპირი მოარგოთ ნიჟარის პანელს.

04a6fade3cb907d0f5a76064e3d0

bcf52eff2c2d9581b4446b81f07b

კედლის ნიჟარა

კედელზე მიმაგრებული ნიჟარა უფრო მინიმალისტურია და ბევრ ადგილს ზოგავს, რადგან მის ქვეშ არ არის ტუმბოს ან მაგიდის საჭიროება. ამ ნიჟარის უარყოფითი მხარე ის არის, რომ თქვენ არ გექნებათ დამატებითი სათავსო მის ქვეშ და ირგვლივ.

8fa7a4acd6b59b543c33f53025bc

ნახევრად ჩაშენებული ნიჟარა

თუ თქვენ მაინც გსურთ სათავსოების გაკეთება ნიჟარის ირგვლივ, მაშინ ნახევრად ჩაშენებულ ნიჟარაზე შეჩერდით. ნახევრად ჩაშენებული ნიჟარა არ ირგებს მის ქვეშ მყოფი ტუმბოს ფორმად და ოდნავ გამოზნექილია.

f0fc1930dae12405259e4c3dd592

ნიჟარა საყრდენით

თუ მაინც უბრალო, ტრადიციულ ნიჟარაზე გაქვთ არჩევანი შეჩერებული, რომელმაც, სასურველია, დაფაროს წყლის მილები – ნიჟარა საყრდენით არაჩვეულებრივი ვარიანტია. მისი საყრდენი არა მარტო დაფარავს მილებს, არამედ ესთეტიკური იქნება და დამატებით ხიბლს შემატებს თქვენს სააბაზანოს. რა თქმა უნდა, შესაძლებელია ისეთი საყრდენის გაკეთებაც, რომელიც იატაკამდე არ იქნება.

3e14aec63b2651d565fc35ad8757

1a7937b6e3a41674ba8fec4a62fb

დამოუკიდებელი ნიჟარა

ძალიან საინტერესოდ და ორიგინალურად გამოიყენება დამოუკიდებლად მდგომი ნიჟარა, ეს არაჩვეულებრივი ვარიანტია მათთვის ვინც ღრმა ნიჟარებს ანიჭებს უპირატესობას და ასევე მათთვის ვისაც სურს თავისი სააბაზანო მოდური და მიმზიდველი გახადოს. აუცილებლად გაითვალისწინეთ ტუმბოსა და ნიჟარის ზომები, რათა ძალიან მაღალი და არაკომფორტული არ გამოგივიდეთ საბოლოოდ.

d9f64d178079ea13b6f366cd09b5 (1)

a3966bf89705d9d41d9b03094aa8

ორიგინალური ნიჟარა

აი, ნიჟარა, რომელიც დღეს ყველაზე მოდურია, არაჩვეულებრივია მათთვის, ვისაც უყვარს მილიმალისტური დიზაინი და არ მოსწონს გადატვირთული ინტერიერი. განსაკუთრებით ორიგინალურია თხელი და თითქმის შეუმჩნებელი ნიჟარები, თუმცა ისინი არც თუ ისე პრაქტიკულია ყოველდღიური გამოყენებისათვის, ამიტომ უმჯობესია ასეთი ნიჟარა სასტუმრო სააბაზანოში გამოიყენოთ.

e293d8c762a35f07c11b798ccb6c

 

კომენტარები

კომენტარი

CLOSE
CLOSE