ჟოზეფინას კორონაცია, მეტრო და ლუვრი – ეკლექტიკური ინტერიერი

0

დღესდღეობით, ძალიან ხშირად გვხდება შენობები კლასიკური არქიტექტურითა და თანამედროვე ინტერიერით. თუმცა, დიზაინერებს არ უყვართ განმეორება, განსაკურებით მაშინ, როდესაც საქმე მათ სახლებს ეხება. სწორედ ამიტომ, დიზაინერმა რაჯი რადჰაკრიშნანმა სრულებით შეცვალა საკუთარი სახლის შინაგანი სამყარო.
1
თავდაპირველად, ამ სახლის ინტერიერი ეფექტურად იყო შერწყმული კლასიკურ ფასადთან, თუმცა, დროთა განმავლობაში, მფლობელმა გადაწყვიტა, დაემატებინა მეტი ისტორია და ფანტაზია. იმისათვის, რომ გამოეყო ახალი იდეა, მან პრაქტიკულად ყველა კედელი თეთრად შეღება. გამონაკლი მხოლოდ ბიბლიოთეკაა, რომელიც, კონტრასტისთვის, შავად შეღებეს.
6
რაჯი რადჰაკრიშნანის ინტერიერში, ისტორიულ ფაქტორს ქმნიან თანამედროვე და კლასიკური ხელოვნების ნიმუშები. ექსპოზიცია პირდაპირ ფოიეში იწყება, რომლისთვისაც ხის ქანდაკება შეირჩა, რათა ყურადღება ჭერის სიმაღლეზე გაემახვილებინა.
3
არტ-დეკოს სტილის ჭრელი საგნებით შევსებულ მისაღებში, ერთ კედელს იკავებს თანამედროვე ფოტონამუშევარი. მეზობელ ოთახში კი, ძირითად აქცენტად იქცა Louis-Leopold Boilly-ის ტილო.
4
სტუმრების უმეტესობა, პირველ რიგში, ათვალიერებს 2 საუკუნის წინ ამოტვიფრულ სახეებს. ფანჯრების ეს ილუზიები სივრცეში კი, გახდა პროექტის ავტორის მთავარი შთაგონება.
5

კომენტარები

კომენტარი

CLOSE
CLOSE