პრაქტიკული რჩევები, რომლებიც საძინებლის მოწყობაში დაგეხმარებათ

0

საძინებელი თქვენი პირადი სივრცეა. სტატიაში გთავაზობთ პრაქტიკულ რჩევებს, რომლებიც მის მოწყობაში დაგეხამრებათ:
პირველ რიგში საჭიროა შესაფერისი ზომის საწოლის შეარჩევა. კომფორტის გარდა ესთეტიური მხარის გათვალისწინებაც აუცილებელია. შეარჩიეთ საწოლი ისე, რომ თავი მაქსიმალურად კომფორტულად იგრძნოთ. თუმცა გახსოვდეთ, რომ არ არის აუცილებელი საწოლი ოთახში ფოკუსის წერტილს წარმოადგენდეს. მეტიც, სასურველია კარში შესვლისას საწოლი თვალში არ მოგხვდეთ.
The-Focal-Point-of-a-Bedroom
საძინებლის დეკორაცია, მრავლის მთქმელი უნდა იყოს. ის ერთდროულად რომანტიული, ემოციური და მდიდრული უნდა იყოს. ამ ყველაფრის წარმოსაჩენად, ოთახის შელამაზებისთვის და კარგი შეგრძნების აღსაძრავად ერთი-ერთი საუკეთესო საშუალება ფარდაა. საძინებლის ფარდები ჩარჩოზე ბევრად მაღლიდან უნდა იწყებოდეს და იატაკმდე გრძელდებოდეს. ეცადეთ, ნაზი ქსოვილი შეარჩიოთ.
Window-Treatments-That-Say-Something
ფერების შეხამების დროს ერთი ზოგადი წესი არსებობს: ნატურალური ფერის შერჩევა, რომელთაც თან დამამშვიდებელი ეფექტი ახლავს. ასეთი ფერებია: ღია ყვითელი, ღია ვარდისფერი, ღია ცისფერი და მწვანე. ყველა ეს ფერი თქვენს საძინებელში სიმშვიდესა და სიმყუდროვეს ქმნის.
როგორ უნდა მივიღოთ საძინებლის იდეალური კედელი?  პასუხი აშკარაა, საძინებლისთვის სასურველი ფერის იდეალური ტონის შერჩევაა საჭირო. თუკი სასურველ ფერებს ვერ იღებთ, სასურველია, კონსტულტაციისათვის ინტერიერის დიზაინერს მიმართოთ.
cf1acf8493a75a562bd344ac35ca2266
ხალიჩა საძინებელში
როდესაც საწოლიდან დგებით, თქვენი ფეხი რბილ ხალიჩას უნდა შეეხოს და არა უბრალოდ ცივ იატაკს.
The-Rug-Placement-In-A-Bedroom
შეგვიძლია სხვადასხვა მოხატულობის, ზომისა და ფორმის ბალიშების შერევა. ისინი თქვენს ოთახს ინდივიდუალიზმსა და კომფორტის შეგრძნებას მატებს.
contemporary-bedroom
თუკი ცარიელი კედლები არ გსიამოვნებთ, სასურველია, კედლის დეკორაციით მორთვა. მათ საძინებლის ინტერიერის სრულიად გარდაქმნა შეუძლიათ. ასვე სასურველია, კედლის განათება, რაც სივრცის დაზოგვაშიც გეხმარებათ.
Great-Tips-for-Decorating-Your-Bedroom-2
უნდა გვახსოვდეს, რომ თქვენი საძინებელი პირველ რიგში თქვენზე მეტყველებს. აქ საჭირო და მეტიც, აუცილებელია, თქვენი გემოვნება ჩანდეს.
Great-Tips-for-Decorating-Your-Bedroom-1
საძინებლისთვის იდეალურია ყვითელი განათება. დიდ საძინებელში შესაძლოა ჭაღის დაკიდება. ის ოთახს უფრო მიმზიდველს ხდის. თუკი სინათლის კონტროლი გსურთ, გამოიყენეთ მკრთალი, ღამის სანათები. საძინებელში ხელოვნების ნიმუში გამოკვეთილად ჩანს, ხშირად განათებულიც არის, იგივე შეიძლება ითქვას კაბინეტის ინტერიერზე, ამ ეფექტს ერთი ცენტრალური განათება ვერ მოგვცემს, პროფესიონალები კი რამდენიმე განათებას იყენებენ. ოთახში არსებული საინტერესო და დამაინტრიგებელი ნივთების უფრო მკაფიოდ გამოსაჩენად საჭიროა განათების სწორად შერჩევა.

Bedroom-Lighting
თუკი საძინებელში არსებულ ყველა ნივთს თავის ადგილს მიუჩენთ, ზედმეტი არეულობისგან თავს დაიზღვევთ. ამისთვის კი პრაქტიკული და ფუნქციური სათავსოებია საჭირო.
Lots-of-Storage-in-Bedroom
გახსოვდეთ, საძინებელი თქვენი პირადი სივრცეა. არსებობს წესები, რომელთა დაცვაც კომფორტული და მყუდრო სივრცის შექმნაში დაგეხმარებათ, თუმცა საძინებელს დაუსრულებელი იერი ექნება მანამ, სანამ მასში საკუთარ სტილს არ შეიტანთ.

კომენტარები

კომენტარი

CLOSE
CLOSE