კიბე სახლში მნიშვნელოვანი არიტექტურული დეტალია და მასზე დიდი დატვირთვა მოდის. საგულისხმოა არა მხოლოდ ის, თუ როგორ გამოიყურება კიბე, არამედ ისიც, როგორ გამოიყურება სივრცე კიბის ქვეშ. ჩვენ მოგცემთ სასარგებლო რჩევებს, როგორ შეავსოთ ეს სივრცე ისე, რომ ვიზუალურად სასიამოვნო და ფუნქციონალურად პრაქტიკული იყოს.
პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ კიბის ქვეშ დარჩენილი ადგილი დამატებითი სივრცეა და მისი მოწყობა უამრავი მეთოდით შეიძლება ისე, რომ მაქსიმალური “სარგებელი” მივიღოთ.
შეგიძლიათ, უბრალოდ, მოაწყოთ დასასვენებელი ადგილი, სადაც შესაძლებელი იქნება ჩამოჯდომა და წიგნების წაკითხვა. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ასეთი გადაწყვეტილება მართებული მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება, როცა სახლი მასშტაბური და დიდია, შესაბამისად – კიბეც დახვეწილი და დიდი ზომის.
კიბის ქვეშ დარჩენილი სივრცე იდეალურია სათავსოების, კარადების, ან თაროების გასაკეთებლად. ეს ყველაზე მომგებიანი ვარიანტია მათთვის, ვისაც არც ისე ბევრი ადგილი რჩება უამრავი ნივთის შესანახად. ეს მეთოდი ცხოვრებას გაგიმარტივებთ. იგივე შეგიძლიათ გაიმეოროთ ღია თაროების შემთხვევაშიც. ასეთი თაროები ძალიან თანამედროვედ და დახვეწილად გამოიყურება. თანაც, ეს ჭკვიანური გადაწყვეტილებაა, თუ სახლში ლამაზი ჭურჭელი გაქვთ, რომლის “დამალვაც” არ გსურთ.
წიგნების თაროები და დასასვენებელი ზონის მოწყობაც ნამდვილად კარგი იდეაა. ეს ერთგვარი მინიბიბლიოთეკა იქნება, თანაც, თუ რბილ და კომფორტულ დასასვენებელ ადგილსაც დაურთავთ, არამხოლოდ ვიზუალურად სასიამოვნო გამოვა, არამედ ასეთი ადგილი კითხვასაც შეგაყვარებთ.
კიბის ქვეს შეგიძლიათ ტელევიზორისთვისაც კი მოძებნოთ ადგილი და იქ მონიტორი ჩამოკიდოთ, თუკი თქვენი კიბე ღია მისაღებ ოთახს ესაზღვრება.
უბრალოდ, ლამაზი ჟურნალების მაგიდა, რომლის გაფორმებაც ყვავილებით შეიძლება. სხვათაშორის, მცენარეები გადამწყვეტ როლს თამაშობენ, როცა დიზაინერები კიბისქვეშა სივრცის შევსებას იწყებენ. თუ სახლში ოთახი მცენარეები გაქვთ, რომლებიც დიდად არ საჭიროებენ ბუნებრივ განათებას, კიბის ქვეშ სწორედ მათი ადგილია.
ეს ორიგინალური გადაწყვეტილება კი, ისევ და ისევ სივრცის უკმარისობითაა მიღებული. ალბათ, დაგვეთანხმებით, რომ ძალიან საინტერესო იდეაა უჯრები კიბის საფეხურებში.