პატარა სახლი, რომელიც ბევრად დიდი მოგეჩვენებათ

0

ბინის მოწყობა საკმაოდ სუბიექტური საკითხია, თუმცა მეტი სივრცის შთაბეჭდილების შექმნა ყველას არ შეუძლია. სწორედ ამიტომ, განვიხილავთ მაგალითებს, როგორ შევქმნათ სრული კომფორტი არცთუ დიდი ზომის ოთახებში.
როცა საქმე ძველ შენობას ეხება, კაპიტალური რესტავრაციის დროს შესაძლებელია მოხდეს გარე ფასადის შენარჩუნება, რათა ქუჩის ანსამბლში ეწერებოდეს. ფოტოზე წარმოდგენილი სახლი, რომელიც ადელაიდაში მდებარეობს, 1999 წელს შეიძინეს. ცვლილებები საჭირო იყო როგორც არქიტექტურაში, ასევე დიზაინში.

რამდენიმე წლის შემდეგ, ახალმა მფლობელებმა მოახერხეს საერთო ენის პოვნა და იდეების შეჯერება ერთ-ერთი არქიტექტურულ-დიზაინერული კომპანიის წარმომადგენლებთან. საბოლოო ჯამში კი, არაჩვეულებრივი ცვლილებები განხორციელდა.

თავდაპირველად, ორსართულიანი სახლის საერთო სიმაღლე 6 მეტრს შეადგენდა, რასაც კიდევ 1 მეტრი დაემატა და შესაძლებელი გახდა სტუმრებისთვის განკუთვნილი ნათელი სააბაზანო ოთახის მოწყობა სახლის შუა ნაწილში.

ინტერიერში განათების ორგანულმა ფორმებმა და რომბის ჩრდილებმა ბინაში განსაკუთრებული სიმყუდროვე შეიტანეს. გამოყენებული იქნა თბილი, ნატურალური მასალა ავეჯის და იატაკის ცვლილებისას.

სახლის ახალი მფლობელები მიღებული შედეგებით უზომოდ კმაყოფილნი დარჩნენ.

იმისათვის, რომ ცოტა ხნის წინ დასრულებული ინტერიერი სინათლით შეევსოთ, დიზაინერებმა სახურავზე გამოიყენეს პოლიკარბონატი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი გახდა მეტი ბუნებრივი განათების მიღება.

ჭერის კარნიზების ფორმა შემუშავებულია იმგვარად, რომ მოხდეს ზამთარში მზის სხივების სახლში შეშვება, ხოლო ზაფხულში – ძლიერი სიცხისგან დაცვა. შუშისა და სათანადო განათების შედეგად, ორიგინალურად გამოიყურება 132 წლის წინანდელი ქვის ფუნდამენტი, რომელიც ღვინის შესანახადაა განკუთვნილი.

მსგავსი ეფექტები და მკვეთრი აქცენტები ბინის გამორჩეული ელემენტებია. მინის კონსტრუქცია კი, მცირე ზომის სახლის საზღვრებს შლის და მას ბევრად დიდად წარმოაჩენს. ასეთი შედეგის მიღებაა შესაძლებელი მაშინ, როცა შემკვეთის სურვილებს ოსტატები არაჩვეულებრივად ასრულებენ.

კომენტარები

კომენტარი

CLOSE
CLOSE