პატარა სააბაზანოს გაფართოების 13 დიზაინერული ვარიანტი

0

მცირე ზომის სააბაზანოს ქონა ყოველთვის არ ნიშნავს კომფორტის ნაკლებობას. სწორად შერჩეული დაგეგმარება, ავეჯი და ცოტა წვრილმანი ოთახს გაასიმპათიურებს. ჩვენ გთავაზობთ პატარა აბაზანის გაფართოების საინტერესო დიზაინერულ ვარიანტებს.
1. ნათელი ფერები

ნათელი ფერები ნებისმიერ ოთახს აფართოვებს ვიზუალურად, მათ შორის სააბაზანოსაც.
2. თაროები კარის თავზე

თაროები კარის თავზე – ეს მშვენიერი საშუალებაა, გამოიყენოთ სივრცე ისე, რომ არ გადატვირთოთ.
3. დამატებითი შესანახი ადგილი

არ არის საჭირო დიდი ზომის კარადის ყიდვა – ნივთების შესანახად აბაზანის ქვეშ განთავსებული თაროებიც გამოგადგებათ.
4. ორგანაიზერი კედელზე

ქილებისგან დამზადებული მოსახარხებელი ორგანაიზერი ყველა საჭირო ნივთს იოლად გაპოვნინებთ.
5. თაროები უნიტაზის ზემოთ

სივრცის ოპტიმიზაციისთვის კიდევ ერთი კარგი ვარიანტია თაროები უნიტაზის ზემოთ, რომელიც დიდ ადგილს არ დაიკავებს.
6. თაროები სარკის უკან

სარკე არა მხოლოდ ვიზუალურად ადიდებს სივრცეს, არამედ შესაძლებელია მის უკან წვრილმანებისთვის განკუთვნილი თაროებიც განათავსოთ.
7. გამჭვირვალე საშხაპე

საშხაპის გამჭვირვალე კედლები ნათელ ფერებთან შეხამებით ძალიან მომგებიანია მცირე სააბაზანოსთვის.
8. დიდი სარკე

სარკე სივრცის ვიზუალური გაფართოების საუკეთესო საშუალებაა, რომელიც სააბაზანოშიც ისევე ეფექტურია, როგორც სხვა ოთახებში.
9. კუთხის ნიჟარა

როცა ყველა სანტიმეტრი გათვლილია, უნდა იფიქროთ სანტექნიკაზე, რომელიც ნაკლებ ადგილს დაიკავებს. კუთხის ნიჟარა ამის კარგი მაგალითია.
10. ჩაშენებული თაროები

მცირე ზომის სააბაზანო ოთახის კარადებით გადატვირთვა არავის მოსწონს. ჩაშენებული თაროები კი მშვენიერი ვარიანტია.
11. ნიჟარა სარეცხ მანქანაზე

სივრცის ეკონომიის მარტივი მეთოდია ისეთი ნიჟარა, რომელიც სარეცხ მანქანაზე თავსდება. აბაზანის იერსახე ამით ნამდვილად არ წააგებს.
12. მოწესრიგებული შენახვა

ნიჟარის ქვემოთ მდებარე კარადის სივრცის მაქსიმალურად გამოყენებისთვის აუცილებელია, მასში ნივთები მოწესრიგებულად განალაგოთ.
13. დაგეგმარება

ოთახის დაგეგმარების ეტაპზე შეგიძლიათ მოიფიქროთ, თუ როგორ გამოიყენოთ მცირე სივრცე უკეთესად. მაგალითად, უპირატესობა მიანიჭოთ საშხაპეს და სანტექნიკა გამპაქტურად განათავსოთ.

CLOSE
CLOSE