პატარა ბინის სრულყოფილი დიზაინი

0

პატარა ბინა არ ნიშნავს, რომ ის ვერ გახდება თქვენი ოცნების სახლი. ამ წარმოუდგენლად პატარა ბინის საშუალებით დაგიდასტურებთ, რომ სულაც არაა საჭირო მეასე სართულზე პენტჰაუზის ქონა… რა არის ასეთი განსაკუთრებული ამ ბინაში? პირველ რიგში, შესასვლელშივე იპყრობს ყურადღებას მარტივი, მინიმალისტური შავი ჰოლის კარადა, ორ სანათთან და კედელზე განთავსებულ ქალაქის დიდ ფოტოსთან ერთად. ძალიან მარტივი და მისასალმებელი ატმოსფეროა, განსაკუთრებით – ღამით. თანამედროვე მისაღები ოთახი ბინის ცენტრალურ წერტილს წარმოადგენს. ე.წ კუთხის ბინები, რომელშიც თქვენ გაქვთ 2 გამავალი კედელი ქალაქზე, არა მხოლოდ შესანიშნავ ხედებს, არამედ დიდი რაოდენობით დღის სინათლეს გთავაზობთ, რისი საშუალებითაც თქვენი ინტერიერი ხდება ნათელი და ნაკლები ელექტრო ენერგიის გამოყენება გიწევთ. ეს არის ერთ–ერთი საუკეთესო რემოდელირების ბინა, განათავსეთ მისაღები ოთახი კუთხეში. ამ ბინის ძირითადი მახასიათებელი ღია სივრცეა, რომელიც თითქმის ყველა ოთახს აკავშირებს. ეს არის ლამაზი ტრიუკი, რომელიც პატარა სივრცეს დიდად წარმოაჩენს.(დამატებით შეგიძლიათ გამოიყენოთ სარკეები, რომელებიც სივრცეს აგრეთვე ადიდებენ.) აღსანიშნავია, რომ ავეჯი საინტერესოდაა გამოყენებული, თანამედროვე სამზარეულოსა და მისაღები ოთახის დამაკავშირებლად. საოცრად გამოიყურება მარმარილოს კედელზე განთავსებული ტელევიზორი და სახლის კინო-თეატრი. ახლა წარმოგიდგენთ ამ პატარა ბინის ყველაზე შთამბეჭდავ ნაწილს – საძინებელს. მიუხედავად იმისა, რომ ბინა ძირითადად ნათელია, სამზარეულოს ავეჯის თეთრი შტრიხებით და განათებული ჰოლით, საძინებელის დიზაინი ორიენტირებულია მუქ ფერებზე, ყავისფერისა და თეთრის კომბინაციაზე. მუქი ფარდით და იატაკით, საძინებლისგან გამოფოფილია პატარა, კომფორტული აბაზანა. ეს არის ბოლო პერიოდის ერთ–ერთი საუკეთესო დიზაინი – თეთრი მინიმალისტური ავეჯით, ყავისფერი ქვის კედლებით და მინის ზედაპირით. განათების სისტემა, რომელიც რომანტიკულ გარემოს ქმნის, ასევე ბრწყინვალეა. აქვეა პატარა, მაგრამ შთამბეჭდავი და ძალიან კომფორტული თანამედროვე საოფისე კუთხე, რომელიც მართლაც სრულყოფილია.
1

2

3

4

5

6

7

8

9

10

11

12

13

14

15

16

კომენტარები

კომენტარი

CLOSE
CLOSE