ორიგინალური ფასადის მქონე სახლების დიზაინი თქვენი შთაგონებისთვის

0

არსებობს სახლები, რომელთა გარეგნული იერით ვერასდროს იფიქრებთ, რომ შიგნით ორიგინალური დიზაინი იმალება და პირიქით – არის ისეთი სახლებიც, რომელთა ფასადი ამბობს, რომ შენობა სრულებით არაჩვეულებრივია. ჩვენ წარმოგიდგენთ 10 ასეთ საინტერესო და კრეატიულ ფასადს, რომელიც ნამდვილად არ დარჩება შეუმჩნეველი.

ეს სახლი მდებაროებს შვეიცარიაში და გამოირჩევა არა მხოლოდ უჩვეულო ფორმით, არამედ ფასადით, რომელზეც უზარმაზარი ყვავილების მოტივია.

ამ სახლის პატრონებმა მელბურნში, გადაწყვიტეს სახლის ფასადი ქუჩაში გაეტანათ და ასე დაემყარებინათ ურთიერთობა მეზობლებთან და გამვლელებთან. ამიტომაც მათ თეთრ კედელზე ასეთივე ფერის აგურებით დააწერეს Hello („გამარჯობა“) და სახლი ნამდვილ არტ-ობიექტად აქციეს.

ამ სახლის ფასადი შესრულებულია სრულებით უჩვეულო მასალით – სხვადასხვა ზომის შუშების მქონე ხისჩარჩოებიანი ფანჯრებით. ამგვარად სახლში ბევრი შუქი შედის და დიზაინიც უხდება გარემოს.

ჩვენ ხშირად ვიყენებთ ინტერიერში მკვეთრ ფილებს და რატომ არ შეიძლება ეს ვცადოთ ექსტერიერშიც? მაგალითად, ამ სანაპიროს სახლზე კალიფორნიაში ფასადად გამოყენებულია შუშის მოზაიკური ფილები, რომლებიც მზის შუქზე ანათებს.

ეს სახლი სან-ფრანცისკოშია და მთლიანად აგებულია მეორადი მასალით. მათ შორისაა ფასადი, რომელიც მორთულია ძველი საგზაო ნიშნებით.

ძალიან საინტერესო ფასადს ქმნის გეომეტრიული ფიგურები, მით უფრო, რომ მათი შექმნა დამოუკიდებლად შეგიძლიათ. მართალია, თუკი რთული დიზანია, აჯობებს პროფესიონალს მიმართოთ, რათა ზედაპირის გადაღებვა არ დაგჭირდეთ.

აქ კი ფასადის ნაწილი ცოცხალი მცენარეებითაა შედგენილი. ასეთი კედლები აუცილებლად საჭიროებს პროფესიონალის ხელს, რაც მცენარეების დაზიანებას აგაცილებთ თავიდან.

ეს გერმანული თაუნჰაუსი შეღებილია არ მხოლოდ განსხვავებულ ფერებში, არამედ შესაფერისი უჯრედებით. ამგვარად, ნამდვილად არავის შეეშლება მისამართი.

ეს თეთრ-წითელ ზოლებიანი სახლი კი ბარსელონაშია და წარმოადგენს შესანიშნავ მაგალითს იმისა, თუ როგორაა შესაძლებელი ჩვეულებრივი შენობისგან განსხვავებული ხარისხის დიზაინი შეიქმნას საღებავების მეშვეობით.

და ბოლოს, სახლი, რომელიც ზღაპრების ან ფენტეზის წიგნებშია შესატანი. ასეთი სახურავის ფასადი და საკვამურები თავს ჯადოსნურ სამყაროში გაგრძნობინებთ.