ოპტიკური ილუზია – როგორ გაზარდოთ პატარა საძინებელი შესამჩნევად

0

ბინის ზომების მიუხედავად, ყველას სურს კომფორტული საძინებელი. ჩვენ წარმოგიდგენთ რამდენიმე ვარიანტს, თუ როგორ შეიძლება გაზარდოთ ფუნქციურად და ვიზუალურად ისეთი საძინებელიც კი, რომელშიც მხოლოდ ერთი საწოლი ეტევა.

იმისათვის, რომ პატარა საძინებელი გამოიყურებოდეს არამოსაწყენად, სცადეთ თეთრი ფერის კომბინაცია პასტელურ ტონებთან. დაუმატეთ ოთახს საინტერესო ტექსტურა და გააცოცხლეთ ის კედლის დეკორითა და მცენარეებით.

ოთახს ჰაეროვნებას შემატებს თეთრი, მსუბუქი ფარდები. განსაკუთრებით ეფექტურია, თუ ისინი არც ისე იდეალურად თეთრი კედლების ფონზეა.

თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს, რომ პატარა საძინებელი აუცილებლად ნათელი ფერებით უნდა გააფორმოთ. თუკი მუქი ფერები მოგწონთ, გამოიყენეთ. მაგალითად, გააკეთეთ აქცენტი საძინებლის მუქ კედელზე, მაგრამ არ დაგავიწყდეთ მისი გამრავალფეროვნება ნათელი დეტალებით.

აქცენტი ერთ კედელზე პატარა საძინებლისთვის მაინდამაინც კარგი გადაწყვეტილება არ გახლავთ, რადგან პროპორციებს ვიზუალურად ამცირებს. ამიტომაც ნუ შეჩერდებით მხოლოდ ერთ ფერზე – განიხილეთ გრაფიკული კედლის ასეთი ვარიანტი.

ასევე შეგიძლიათ გააფორმოთ პატარა საძინებელი მუქ ფერებში და მისი ზომების მიუხედავად, შექმნათ ინტიმური ატმოსფერო. თუმცა, ამ შემთხვევაშიც არ უნდა აუაროთ გვერდი განსხვავებულ ტექსტურებსა და ნათელ დეტალებს.

ნუ მოერიდებით საწოლი სივრცის გამოყენებას ოთახის მორთულობად. ფართო ნახატები ან ფოტოსურათები საწოლის თავზე ოთახს ვიზუალურად გაზრდის. თუკი მუქ ფერებს ერიდებით, გამოიყენეთ ნათელი პრინტი თეთრ ფონზე.

საძინებლის ვიზუალურად გაზრდას ხელს შეუწყობს სარკე საწოლის თავზე. ის ოთახს სიღრმეს და სინათლეს შემატებს, რაც განსაკუთრებით საჭიროა, თუკი სივრცე უფანჯრებოა.

თუ საძინებელი ვიწრო და გრძელია, ხოლო ფანჯარა ერთი კედლის დიდ ნაწილს იკავებს, სცადეთ დადგათ საწოლი თავით სარკმლისკენ. ასე ოთახი ბევრად უფრო დაბალანსებული და პროპორციული გამოჩნდება.

იმ შემთხვევაში, თუ შესაძლებელია ტუმბოს დადგმა, აუცილებელი არაა, საწოლი სიმეტრიულად იდგეს ფანჯარასთან. ხოლო თუკი ტუმბოსთვის ადგილი არ რჩება, ფანჯარასთან შეგიძლიათ მცირე თაროების ან განათების გაკეთება.

ასევე, შესაძლებელია უარი თქვათ ტუმბოებზე ვიწრო კარადების მეშვეობით, რომელიც საწოლის ორივე მხარეს განთავსდება. ასეთი გადაწყვეტილება იდეალურია იმ შემთხვევაში, თუკი ნივთების შესანახი ადგილი ბინაში ცოტაა. ამ დანიშნულებით შესაძლებელი გამოიყენოთ საწოლის ქვეშ არსებული სივრცეც.

კომენტარები

კომენტარი

CLOSE
CLOSE