ნახეთ საოცარი გუმბათოვანი სახლი, სადაც პოლარულ ზამთარშიც თბილა

0

ნორვეგიულმა წყვილმა ოცნება აისრულა და სანდჰორნოიას კუნძულზე, ოსლოდან 1 000 კმ.-ში დასახლდა. მათი არჩევანი შესაძლოა უცნაური გეჩვენოთ, რადგან ჩრდილოეთ ნორვეგია მკაცრი კლიმატით გამოირჩევა, თუმცა ჩვენ მიერ წარმოდგენილი ფოტოები დაგარწმუნებთ, რომ პოლარულ სარტყელშიც შესაძლებელია კომფორტულად ცხოვრება, თუკი შესაბამისი სახლი გაქვთ.
ნორვეგიელი ბენჯამინი და ინგრიდი, თავიანთ 4 შვილთან ერთად ცხოვრობენ არაჩვეულებრივ სახლში, რომელიც მეგობრებისა და მეზობლების დახმარებით ააგეს.

სახლი ნატურალური მასალებისგან შეიქმნა. ესენია: თიხა, ქვიშა, ხე და ყველაფერი, რისი მოძიებაც შესაძლებელია კუნძულზე. გეოგუმბათით დაფარეს 180 კვ.მ. ფართობი.

რომ არა გუმბათი, სახლში ცხოვრება გაცილებით უსიამოვნო იქნებოდა.

გეოგუმბათის შეძენა საკმაოდ ძვირი დაჯდა, თუმცა შედეგი ამად ღირდა.

გუმბათის ქვეშ არსებული სავენტილაციო სისტემის საშუალებით, ზამთარ-ზაფხულ ნარჩუნდება კომფორტული ტემპერატურა.

მისი მფლობელების თქმით, სახლს განსაკუთრებულ ზრუნვა არ სჭირდება, რადგან გარემოს ეფექტები ისედაც არ აკლია.

მასში მოთავსებულია 3 სართული, 5 საძინებელი, 2 სააბაზანო, გარაჟი და ტერასა სახურავზე.

აქ შესაძლებელია დაკავდეთ იოგით, ათვალიეროთ ვარსკვლავები და ჰამაკში მოკალათებული დატკბეთ არაჩეულებრივი ჩრდილოეთის ციალით.

ოჯახი კუნძულზე 2013 წელს გადასახლდა, რის შემდეგაც დაიბადა მათი მეოთხე შვილი.

გუმბათოვან სახლს აქვს თავისი სახელი – Naturhuset, რაც ნიშნავს “ბუნების სახლს”.

სახლის გარშემო წყვილმა მოაწყო ბაღი, სადაც ხარობს ყვავილები, კენკრა და ხილ-ბოსტნეული.

სასუქად იყენებენ კომპოსტს, ხოლო სარწყავად საყოფაცხოვრებო საჭიროებისთვის გამოყენებულ წყალს ფილტრავენ.

გუმბათის მეშვეობით, ოჯახს არ აკლია ცოცხალი მწვანილი, თუმცა ზამთარში მის მოსაყვანად საკმარისი სინათლე მაინც არ არის.

სამაგიეროდ, წელიწადის ნებისმიერ დროს ჩრდილოეთ კიდეზე თვალისმომჭრელი სილამაზეა.

კომენტარები

კომენტარი

CLOSE
CLOSE