მცირე სამზარეულოს მოწყობის 10 იდეა, რომელიც ოთახის ზომებს დაგავიწყებთ

0

მცირე ზომის სამზარეულო ბევრ ბინაში გვხვდება, რადგანაც ხშირად სწორედ ამ ოთახის ხარჯზე აკეთებებ სივრცის ეკონომიას. ჩვენ გთავაზობთ დიზაინერულ იდეებს, თუ როგორ მოაწყოთ მცირე ფართი ისე, რომ არსებული კვადრატული მეტრების მაქსიმუმი გამოიყენოთ.
1. ჩამონტაჟებული ტექნიკა

ყველაფერი შეიძლება იყოს ჩამონტაჟებული: მაცივარი, მიკროტალღური ღუმელი, სარეცხი მანქანა და ა.შ. დახურულ კარს მიღმა მოთავსებული ტექნიკა სივრცეს გამოათავისუფლებს.
2. გამოსაღები კონსტრუქციები

ხშირად სამზარეულოს კარადების სივრცე შეზღუდულად გამოიყენება. ამიტომაც დიზაინერები გვთავაზობენ გამოსაღებ კონსტრუქციებს. ასეთი შეძლება იყოს მაგიდა ან სამუშაო დაფაც, რაც პატარა ოთახისთვის ნამდვილი მისწრებაა.
3. მოაჯირები და თაროები

მოაჯირების შესანახ ადგილად გამოყენება იოლად შესაძლებელია. დამატებით თაროებზე ასევე შეგიძლიათ განათავსოთ დეკორატიული მორთულობები.
4. თაღი კარის ნაცვლად

გააკეთეთ თაღი – ეს ვიზუალურად გაზრდის სამზარეულოს, ხოლო თუკი საჭმლის სუნის მთელ ბინაში გავრცელების გეშინიათ, დაამონტაჟეთ კარგი გამწოვი, რომელიც ნებისმიერ კარზე უკეთესად დაგიცავთ ამისაგან.
5. განათება

მცირე სივრცისთვის უპრიანია დაკიდებული ნათურები და ჭერში ჩაშენებული განათებები. თუ მათ კარადებშიც ჩაამონტაჟებთ, სილამაზესთან ერთად, სივრცის ზრდასაც მიიღებთ.
6. ერთფეროვანი ფასადი

მოგიწევთ უარი თქვათ დეკორატიული ფასადებისგან და ერთფეროვანი ნათელი მასალით ჩაანაცვლოთ, რაც პატარა სამზარეულოს მოუხდება. მინიმალიზმი აჯობებს ავეჯის სახელურების მხრივაც.
7. კი – დაკიდებულ კარადებს

მცირე ზომის სამზარეულოს მფლობელებს ხშირად ურჩევენ დაკიდებულ კარადებზე უარის თქმას, რასაც არ დავეთანხმებით. უბრალოდ, გამოიყენეთ ისინი გონივრულად.
8. თანამედროვე ღუმელი

თუკი ერთდროულად რამდენიმე კერძს ხშირად არ ამზადებთ, არ არის აუცილებელი, იყენებდეთ ოთხქურიან ღუმელს. უპირატესობა მიანიჭეთ თანამედროვე, ორქურიან ვარიანტს.
9. ასაკეცი ფარდები

მძიმე ფარდების ნაცვლად გამოიყენეთ ასაკეცი, რაც სივრცეს გაათავისუდლებს და გაამარტივებს.
10. გონივრული დეკორი

არ თქვათ უარი დეკორზე, მაშინაც კი, თუ ამისთვის მცირე სივრცე გაქვთ. ამჟამად მოდურია ფიქალის დაფები. მკვეთრი აქცენტები ტექსტილის სახით ასევე მოუხდება თქვენს სამზარეულოს.