მსოფლიოს ყველაზე ეკოლოგიური ცათამბჯენი მილანში

0

ამ უნიკალურმა ნაგებობამ 2014 წელს ფრანკფურთის არქიტექტურული მუზეუმისგან მიიღო უმაღლესი ჯილდო. ცათამბჯენები ბუნებისა და არქიტექტურის შერწყმის მაგალითია, რაც საუკეთესო გადაწყვეტილებაა მჭიდროდ დასახლებული ადგილებისთვის. პროექტის ავტორი გახლავთ სტეფანო ბოერა. შენობამ ინოვაციური სტრუქტურით, სილამაზით და ფუნქციონალობით, ნამდვილად, დაიმსახურა ასეთი ჯილდო. ბოერის სტუდიამ რეკონსტრუქცია გაუკეთა მილანის ერთ-ერთ დასახლებას. მაღალი ტექნოლოგიების გამოყენებით შენობა გამოირჩევა მდგრადობით. ასევე ტექნიკამ მშენებლებს საშუალება მისცა ცატამბრჯენში დამონტაჟებულიყო 800 ხე და 2000-მდე ბუჩქი.
ცათამბრჯენმა მომავალზე ორიენტირებული დიზაინით, ფუნქციონალობით, ინოვაციური შენების ტექნოლოგიით და მდგრადობით დაიმსახურა დიდი აღტაცება. ვერტიკალური ტყე მოიცავს 3.5 ჰექტარზე დასატევ მცენარეებს. რა თქმა უნდა, მილანს ასეთი შენობა სჭირდება, რადგან ქალაქი ევროპაში ყველაზე დაბინძურებული ჰაერითა და მწირი გამწვანებით გამოირჩევა. შენობაში არსებული მცენარეები კი ფილტრავს მტვრის ნაწილაკებს და უზრუნველჰყოფს ჟანგბადის გამოყოფას. რაც მთავარია ხეები შენობას რადიაციისგან იცავენ.

კომენტარები

კომენტარი

CLOSE
CLOSE