მოდური ზამთარი: 2015-2016 წლის ზამთრის სეზონის ტრენდები

0

ზამთრის სეზონმა მოგვიტანა არა მარტო სიცივე, არამედ მოდური ტრენდებიც, რომლებიც წელს განსაკუთრებით თბილი და მყუდროა. დღესდღეობით, ძალიან პოპულარულია კომფორტული ინტერიერები, რომლებიც ვრცელდება არა მარტო საცხოვრებელ სახლებზე, არამედ საზოგადოებრივ ადგილებზეც.
1
სულ უფრო მეტი ინტერიერი შეიცავს ნაქსოვ ტექსტილს, რომელიც განსაკუთრებით აქტუალურია ცივ ზამთარში. საინტერესოა, რომ ასეთ დეკორს არ აქვს შეღზუდვები: ბალიშები, ავეჯი, სანათები, კედლის დეკორი და ბევრი სხვა.
2
ზამთარში განსაკუთრებით აქტუალურია დეკორატიული სანთლები, ტექსტილი და ხის დეკორი.
3
სავარაუდოდ, ზამთრის მთავარი სტილისტური მიმართულება იქნება პროვანსი და შალე. ნატურალური ხე, დაფების გამოყენება და მიწის თბილი ელფერები – აი, დიზაინის მთავარი ელემენტები.
4
2015-2016 წლის ზამთრის სეზონის პოპულარული ფერებია: ყავისფერი, თეთრი, თბილი მწვანე და ოქროსფერი.
56
და რა თქმა უნდა, ზამთარი იდეალური დროა ნამდვილი კლასიკის შესაქმნელად. კლასიკური ინტერიერები მუდამაა აქტუალური.
7
8
რაც შეეხება ავეჯს, ლაკონური და გასაგები ფორმები ისევ ლიდერობენ. მოდაშია მარტივი კომპოზიცია და ფუნქციონალურობა.
9
ზამთარი ვერ იქნება საყვარელი თეთრი ფერის გარეშე. აქტუალური სკანდინავიური დიზაინის მაგალითით, თეთრი ფერის სიჭარბე შეიძლება შეივსოს, როგორც ღია ელფერებით, ასევე – შავით. ეს არცაა გასაკვირი, ასეთი დიზაინი ხომ მუდამ ლამაზი და უნივერსალურია.
10
და ბოლოს, ზამთრის ვერცერთი სეზონი ვერ იქნება საშობაო დეკორის გარეშე. გირლანდები, სანთლები, სათამაშოები და სხვადასხვა დეკორი – ყველაფერი უფრო მეტ სილამაზეს მატებს ზამთრისთვის განკუთვნილ ინტერიერს.

კომენტარები

კომენტარი

CLOSE
CLOSE