მარტივი გიდი, რომელიც ინტერიერის ექსპერტად გადაგაქცევთ

0

ჩვენი სახლები არა მხოლოდ ჩვენივე გამოხატულებაა, არამედ იმ კულტურისაც, რომელშიც ვცხოვრობთ. ინტერიერის დიზაინი კი ყველა ქვეყანაში ცვალებადია. ჩვენ წარმოგიდგენთ რამდენიმე ცნობილ სტილს, რომელიც სხვადასხვა ქვეყნისთვისაა დამახასიათებელი.
სკანდინავიური სტილი
უბრალოება, მინიმალიზმი, ფუნქციურობა

1. ნათელი ფერები
2. ნატურალური მასალა
3. ბუნებრივი განათება
4. მარტივი ხაზები და ფორმები
5. თავისუფალი სივრცე
6. კომფორტული ტექსტილი
7. განათების საშუალებები

ეს სტილი არის მინიმალისტებისთვის, რომელთაც ბუნებრიობა უყვართ. ასევე, განსაკუთრებული განათების გამო რეკომენდებულია მცირე ზომის სივრცეში.
მაროკოული სტილი
მდიდრულობა, ფუფუნება, ეგზოტიკა

1. მკვეთრი აქცენტები
2. თაღები და მომრგვალებული კარები
3. დასაკიდი ფანრები
4. ძვირადღირებული ხალიჩები
5. თამამი ორნამენტები
6. დაბალი სავარძლები
7. ქსოვილის სიჭარბე

ნათელი და სასიამოვნო სტილი მათთვისაა, ვისაც ეგზოტიკა მოსწონს და არც ელეგანტურობაზე ამბობს უარს.
იაპონური სტილი
ჰარმონია, ტრადიციები, მოქნილობა

1. მრავალფუქნციურობა
2. დაბალი, კომპაქტური ავეჯი
3. ბუნებრივი მასალები
4. უბრალოება
5. ნეიტრალური ფერები
6. დამატებითი განათება
7. მცურავი კარები და დანაყოფები

მდგრადი მასალების გამოყენების გამო, ეს სტილი ეკომოყვარულებისა და მინიმალისტებისთვისა გამორჩეული.
მექსიკური სტილი
სიმკვეთრე, ავთენტურობა, სიმყუდროვე

1. მკვეთრი ფერები
2. ხელით მოხატული კერამიკა
3. ხელნაკეთი ტექსტილი
4. გეომეტრიული ფიგურები
5. ტერაკოტა
6. ხის ავეჯი
7. დეკორატიული ხალიჩები

ეს კი შემოქმედებითი ადამიანებისთვისაა – ვინც კომფორტს ხელნაკეთ ნივთებსა და მკვეთრ დეტალებში პოულობს.
რუსული სტილი
უბრალოება, ბუნებრიობა, ტრადიცია

1. ნატურალური მასალები
2. უბრალო ავეჯი
3. ტრადიციული ელემენტები
4. ბენებრივი ფერები
5. უხეში ქსოვილები
6. ფერწერა
7. შენახვის ელემენტები

მისაღები სტილია კოლორტული ნივთების მოყვარულთათვის და მათთვის, ვისაც ტრადიციები და კომფორტი უყვარს.
ინგლისური სტილი
ტრადიციულობა, მატერიალიზმი, კამერულობა

1. ღია თაროები
2. კედლის მარტივი ფონი
3. კეთილშობილი ხე
4. აქსესუარების სიმრავლე
5. თბილი ტონები
6. ჩაკეტილობა
7. გამორჩეული სავარძელი

მათთვის, ვისაც არ აკმაყოფილებს ნივთების მცირე რაოდენობა და არ სურს მშვიდი და მოსაწყენი ატმოსფერო.
ფრანგული სტილი
სირბილე, ელეგანტურობა, დახვეწილობა

1. პასტელური ფერები
2. დეკორატიული ელემენტების სიმრავლე
3. მოოქროებული ნაწილები
4. გლუვი ხაზები
5. ვინტაჟური ავეჯი
6. ელეგანტური განათება
7. ჭერის მობათქაშება

ეს სტილი მათთვისაა, ვისაც სურს შექმნას გარემო, რომელზეც მოდა გავლენას ვერ ახდენს და ასევე – დეკორის ელემენტების შეგროვებისა და შეხამების მოყვარულთათვის.

CLOSE
CLOSE