კუთხის ავეჯი პატარა სამზარეულოსთვის – 12 სუპერიდეა

0

კუთხის გარნიტურა სამზარეულოს ავეჯის ერთ-ერთი ყველაზე პრაქტიკული სახეობაა. ასეთი დაგეგმარება თითოეული სანტიმეტრის რაციონალურად გამოყენების შესაძლებლობას იძლევა. თუმცა, ავეჯი არა მხოლოდ ფუნქციური, არამედ მოდურიც უნდა იყოს. ამისათვის გთავაზობთ კუთხის ავეჯის დიზაინის აქტუალურ იდეებს.
1. ცალკე მდგომი კომოდი

მცირე ზომის სამზარეულოში სხვადასხვა ნივთისა და პროდუქტის შესანახად არასაკმარისი სივრცის პრობლემის გადაჭრაში დაგეხმარებათ პატარა კომოდი, რომელსაც სამზარეულოს გარნიტურისგან განცალკევებით დადგამთ. ასეთი საჭირო ნივთისთვის ადგილის გამოყოფა არ გაგიჭირდებათ.
2. ტევადი მინისათავსო

სამზარეულოს გარნიტურის მახასიათებელია ერთმანეთზე დაწყობილი თაროების სიმრავლე. თუკი თაროებს ფასადს მოაშორებთ და სიგრძეს იატაკიდან ჭერამდე გაზრდით, საკმაოდ ორიგინალურ და ტევად სათავსოს მიიღებთ.
3. თაროები ნებისმიერი გემოვნებისთვის

სამზარეულოში გავრცელებულია დახურული ან შემინული კარადები და ღია თაროები, თუმცა კუთხის სამზარეულოსთვის მისაღებია სამივე ეს ვარიანტი ერთად. ეს განსაკუთრებით ჰარმონიულად გამოიყურება სხვადასხვა კედელზე.
4. კუთხის ორმხრივი ავეჯი

თუკი სამზარეულოს არასტანდარტული ფორმა აქვს, მსგავსი გარნიტურისთვის ერთ-ერთი კედელი აუცილებლად გამოდგება.
5. ცენტრალური ადგილი სამრეცხაოსთვის

კუთხის სამზარეულოს ცენტრში სამრეცხაოს განთავსება საინტერესო ვარიანტია. კერძების მზადებისას ხომ, დიასახლისი ხელს არაერთხელ იბანს. შესაბამისად, სამრეცხაოს მსგავსი განლაგება ძალიან კომფორტულია.
6. წინსაფრის და დახლის ფერთა დუეტი

შესაძლოა ფიქრობდეთ, რომ კუთხის სამზარეულოს დიზაინი ოროგინალურობით არ უნდა გამოირჩეოდეს, მისი კომპაქტურობიდან გამომდინარე. თუმცა ფერთა შეხამების მსგავსი ეფექტური მეთოდები დიზაინს აცოცხლებს.
7. ფუნქციური თაროები კუთხის გარნიტურის ცენტრში

დახლზე განთავსებული ღია თაროები სამზარეულოს კუთხის თითოეული სანტიმეტრის გამოყენების შესაძლებლობას იძლევა.
8. მოსახერხებელი დამატებითი დახლი

ღია თაროების ნაცვლად გამოყენებული დამატებითი დახლი არა მხოლოდ ნივთების შესანახად გამოდგება, არამედ კარადის კარგი გაგრძელებაა.
9. ფერებით გაჯერება

პატარა სამზარეულოს დიზაინისთვის ხშირად არჩევენ ნათელ ფერებს, რაც ლოგიკურია, თუმცა მუქი და გაჯერებული ფერის ფასადებიც შესაძლოა იყოს არაჩვეულებრივი გადაწყვეტილება. კუთხის კომპაქტური სამზარეულო მუქ ფერში მისაღებია, განსხვავებით დიდი ზომის მოდელებისგან.
10. ასიმეტრიული თაროები

სხვადასხვა სიმაღლეზე განთავსებული თაროები ბევრად ტევადია. ამასთანავე, კუთხის ავეჯის მსგავსი განლაგება საკმაოდ არასტანდარტულია.
11. მომრგვალებული ფორმები

პატარა სამზარეულოსთვის შესანიშნავი გადაწყვეტილებაა ტრადიციული კუთხოვანი ფორმების შეცვლა მომრგვალებულით, რადგან არასაკმარისი ფართის გამო კუთხეებთან უსიამოვნო შეჯახების შანსი დიდია.
12. პრაქტიკული დახლები ფილებით

კერამიკული ფილები ერთ-ერთი ყველაზე პრაქტიკული მასალაა. კუთხის გარნიტურის ქვედა ნაწილის მოპირკეთება ფილებით ინტერიერში მთლიანი კომპოზიციის განცდას შექმნის.

კომენტარები

კომენტარი

CLOSE
CLOSE