კარადები, თაროები თუ ცარიელი კედლები – არჩევანი სამზარეულოსთვის

0

სამზარეულოს გაფორმებისას ყველას უწევს გადაწყვეტა, თუ როგორ გამოიყენოს კედლები სამუშაო საჭიროებისთვის – იქნება ეს კარადები, თაროები თუ უბრალოდ ცარიელი კედლების დატოვება. წარმოგიდგენთ თითოეული ამ ვარიანტის მთავარ უპირატესობებს და ნაკლოვანებებს. არჩევანი კი, რა თქმა უნდა, თქვენზეა.
სამზარეულოს კარადები

დავიწყოთ ყველაზე მარტივი და გავრცელებული ვარიანტით – სამზარეულოს კარადებით. გარდა იმისა, რომ მათში შესაძლებელია ბევრი ჭურჭლის და სხვა წვრილმანის შენახვა, იძლევა შესაძლებლობას, სამზარეულო გამოიყურებოდეს სუფთად და მოწესრიგებულად მაშინაც კი, როცა კარადების შიგნით წესრიგი არაა.

თუკი გსურთ, რომ სამზარეულოს კარადები კედლისგან რაც შეიძლება ნაკლებად გამოყოთ, გირჩევთ, ყურადღება გაამახვილოთ უბრალო ხაზებსა და არამკვეთრ ტექნიკაზე.

კარადებით სავსე სამზარეულო ოთახში ინდივიდუალიზმის გამოხატვის ნაკლები შესაძლებლობაა. ამიტომაც, გამოიყენეთ საინტერესო ფორმის ფილები კარადებისთვის, ორიგინალური განათებები და დეკორის სხვა ელემენტები.

ერთნაირმა კარადებმა შეიძლება შექმნას გადატვირთულობის შეგრძნება, ამიტომ საჭიროა ფერების კომბინირება. მაგალითად, ამ სამზარეულოში მაგიდის შეფერილობა ხელს უშლის ცისფერს ერთფეროვნებაში.
ღია თაროები

კედელი ღია თაროებით სამზარეულოს ფანტასტიკურ ელფერს აძლევს. ეს მშვენიერი მეთოდია სივრცისთვის ხასიათის და ინდივიდუალობის შესაძენად – საინტერესო ჭურჭლის, ფაქტურის, ფერების და ნივთების დამატებით.

ღია თაროები სამზარეულოს ვიზუალურად ზრდის და ანათებს. განსაკუთრებით კარგი ვარიანტია ვიწრო ოთახისთვის, რომელსაც კარადები უფრო ავიწროებს, ხოლო ღია თაროები პირიქით.

თუმცა, თუკი კარადების შემთხვევაში მარტივად შეძლებთ უწესრიგობის დამალვას, ღია თაროებზე იდეალური წესრიგის დამყარება მოგიწევთ, რათა მთელი სამზარეულო ოთახის სილამაზე შეინარჩუნოთ.

ღია თაროებზე ბევრი მტვერი და ჭუჭყი გროვდება. ამიტომაც, თუკი მზად არ ხართ ხშირი და ძირფესვიანი დასუფთავებისთვის, თაროები მხოლოდ პროდუქტის განსათავსებლად გამოიყენეთ.
ცარიელი კედლები

ბოლო დროს ძალიან მოდური გახდა შემნახავი ადგილის განთავსება ზედა იარუსზე, რაც სამზარეულოს კედლებს ცარიელს ტოვებს. ასეთი გადაწყვეტა მნიშვნელოვნად განტვირთავს ოთახს და ვიზუალურადაც აფართოვებს.

ეს ვარიანტი კარგად გამოიყურება სამზარეულოში, სადაც განსაკუთრებული კედლებია (მაგალითად, ქვის ან აგურის), რომლის დაფარვა კარადით საცოდაობა იქნებოდა და პირიქით, გსურთ ბოლომდე წარმოაჩინოთ მისი სილამაზე. თუკი არაფრის დაკიდება არ გსურთ კედელზე, შეარჩიეთ საინტერესო ფერი ან მასალა, რომელიც სასიამოვნოდ გამოიყურება.

კომენტარები

კომენტარი

CLOSE
CLOSE