იხილეთ სასარგებლო რჩევები იდეალური საგარდერობოსთვის

0

ლამაზი და მყუდრო საგარდერობო ნებისმიერი ქალბატონის ოცნებაა. დღესდღეობით, საგარდერობო ოთახის ქონა ფუფუნება არაა, მაგრამ როგორ მოაწყოთ ის მყუდროდ? – წაიკითხეთ ჩვენი რჩევები:
1
პირველ რიგში, საჭიროა, დეტალურად მოიფიქროთ დიზაინი და ის, რასაც შეინახავთ იქ, რადგანაც გარდა ტანსაცმლისა, მასში მოსახერხებელია საწოლის თეთრეულის, საუთოებელი დაფის, მტვერსასრუტის და ა.შ. შენახვა.
2
სარკე საგარდერობოს ინტერიერის აუცილებელი ატრიბუტია. სარკეები გააფორმებენ და ვიზუალურად გაადიდებენ სივრცეს.
3
საგარდერობოში საჭიროა თუნდაც ერთი კარადა. პატარა აქსესუარების (ქამარი, შარფი, წინდები) შენახვა უმჯობესია კომოდის უჯრებში. ფეხსაცმლის კი -სპეციალურ თაროებზე.
4
თუ ოთახში საკმარისი ადგილია, დიზაინის პროექტირების დროს გამოყავით ადგილი რბილი დივნის, ან პუფისთვის – დახვეწილი მაგიდით.
5
აგრეთვე, საგარდერობოში უნდა იყოს კარგი განათება, რისთვისაც ერთი ნათურა არაა საკმარისი. ჩამოკიდეთ დიდი ჭაღი და დაამატეთ წერტილოვანი განათება, ან სანათები. განათების ქონა სტრატეგიულად მნიშვნელოვან ადგილებში აუცილებელია.
6
გამოსაცვლელი ადგილი – საგარდერობოს ჩვეულებრივი კარადისგან მთავარი განმასხვავებელი მახასიათებელია. დააფინეთ ცენტრში პატარა ხალიჩა, ან დაფარეთ ხალიჩით მთელი იატაკი. ეს ოთახს სიმყუდროვეს და კომფორტს შემატებს.
7
თუ საგარდერობოთი ისარგებლებს დიდი ოჯახი, აუცილებელია, გამოყოთ თითოეულის კუთხე – გააკეთოთ მამაკაცის, ქალის, ბავშვის ზონები.
8

კომენტარები

კომენტარი

CLOSE
CLOSE