ინტერვიუ „საგას“გაყიდვების სამსახურის უფროს ნოდარ ლაშქარაშვილთან

0

იმ დროში, სადაც ადამიანებს თითოეული წამი გათვლილი აქვთ და ცხოვრების უსწრაფეს რიტმს მიჰყვებიან, დიდი მნიშვნელობა აქვს მომსახურების მაღალ ხარისხს ნებისმიერ სფეროში. ,,საგა’’-მ სწორედ ასეთ დროზე და ასეთ ადამიანებზე მორგებული მომსახურება შეიმუშავა და ჯგუფიც პროფესიონალებისგან დააკომპლექტა. ხარისხიანი პროდუქციის გარდა, მისი მაღალი დონის სერვისი, მომხმარებელს სრულ კომფორტს უქმნის. უფრო დაწვრილებით, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს სწორად პროექტირებასა და გაყიდვების შემდგომ მომსახურებას, ,,საგა’’-ს გაყიდვების სამსახურის უფროსი ნოდარ ლაშქარაშვილი გვესაუბრა.
– რა არის ის მთავარი კომპონენტი, რითიც ,,საგას’’ მომსახურება გამოირჩევა?
– ,,ჩვენი კომპანიის მეტად საინტერესო და ძლიერ მხარედ შეიძლება ჩაითვალოს სერვისცენტრი. ამის მკაფიო და ამავ დროულად მარტივი მაგალითი შემიძლია მოვიყვანო. ბევრ კომპანიას ჰყავს პროფესიონალი თანამშრომლები და სპეციალისტები, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, როდესაც კონკრეტულ მოწყობილობას უზიანდება რაიმე დეტალი, საჭიროა სათადარიგო დეტალი, რისი გამოწერაც დროსთანაა დაკავშირებული. ,,საგას’’ ადგილზე აქვს მომარაგებული სათადარიგო დეტალები და პრობლემის აღმოფხვრა დროის უმოკლეს მონაკვეთში ხდება, აქედან გამომდინარე ჩვენი კომპანიის მომხმარებელი ზამთარსა, თუ ზაფხულში სიმშვიდესა და კომფორტში ცხოვრობს. ჩვენ გვყავს სპეციალისტების ძალიან დიდი გუნდი, რომლებიც მიუხედავად თეორიულად მუშაობის შესაძლებლობისა, ისინი მაინც ადგილზე მიდიან და არა ნახაზებიდან, არამედ პირდაპირ მისამართზე იკვლევენ ყველა საჭირო დეტალს.
-მუშაობის პროცესში აწყდებით, თუ არა რაიმე წინააღმდეგობებს?
-ჩვენი წარმომადგენელი მიდის კლიენტთან სახლში, ნახულობს ყველაფერს ადგილზე- ჭერის სიმაღლე, კარ-ფანჯრის განლაგება, ობიექტის ადგილ-მდებარეობა, მილების გაყვანილობა და სხვა. აკეთებს მონახაზს, მოაქვს ინფორმაცია, შემდეგ იკრიბება სამუშაო ჯგუფი, კეთდება ტექნიკური ანალიზი და ყველაფრის გადაფასება, რის შემდეგაც ვრეკავთ კლიენტთან და ვაცნობთ დამუშავებულ მასალას. ერთადერთ წინააღმდეგობას, რასაც შეიძლება გადავაწყდეთ არის გამათბობლების განლაგება. კლიენტთა 90 პროცენტი ითვალისწინებს ჩვენს მითითებებს, მაგრამ 10 პროცენტი დიზაინს ვერ თმობს და ვიზუალურ მხარეს ანიჭებს უპირატესობას. მაგრამ ჩვენი ვალია ავუხსნათ მომხმარებლებს, რომ ზოგიერთ ფართს დიდი თბოდანაკარგი აქვს და დიზაინერის მიერ დაპროექტებულ სივრცეში ზოგჯერ მსგავსი ცვლილებები აუცილებელია. ძირითად შემთხვევებში, მომხმარებელი ითვალისწინებს ჩვენს რეკომენდაციას, რადგან ჩვენს კომპანიას საზოგადოების დიდი ნდობა აქვს მოპოვებული და ეს მისი დიდი პლუსია. ასევე აღსანიშნავია, რომ ჩვენთან შეგიძლიათ მიიღოთ, როგორც პროექტირება და მონტაჟი, ასევე საგარანტიო მომსახურება. დასკვნის სახით, შემიძლია გითხრათ, რომ ამ კომპანიას აქვს უნარი, თავისი გამოცდილებით, განვითარების ხარისხითა და უსაზღვრო შრომით, მომხმარებელი მუდამ კომფორტის ზონაში ამყოფოს.’’

ავტორი- ანასტასია ცირეკიძე

კომენტარები

კომენტარი

CLOSE
CLOSE