ინტერვიუ ,,გორგიას” მარკეტინგის მენეჯერ ნოდარ ჯავახიშვილთან

0

გორგია ბაზარზე 1998 წლიდან გამოჩნდა და დღემდე საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს. მეტიც, ქართულ ბაზარზე  სამშენებლო-სარემონტო მასალების გაყიდვების კუთხით ერთ-ერთი პირველი კომპანიაა. გორგიას მიერ იმპორტირებული საქონლის რეალიზება საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში, უკრაინასა და ყაზახეთში ხდება. კომპანიას მასალების საკუთარი წარმოებაც აქვს. ბაზარზე წარმოდგენილია 2 შვილობილი ბრენდით: ჰიპერმარკეტი გორგია და გორგია პრემიუმი. ჰიპერმარკეტს ფილიალები ბათუმსა და ქუთაისშიც აქვს, მალე ზუგდიდიც შეუერთდება. გორგიას შესახებ უფრო ვრცლად მისი მარკეტინგის მენეჯერი, ნოდარ ჯავახიშვილი გვესაუბრება:

a2c98540-2583-4718-9532-0fc4461bf6eb
რა განსხვავებაა გორგია პრემიუმსა და გორგიას შორის?
ეს არის ორი სხვადასხვა სეგმენტზე მორგებული კომპანია. პრემიუმში ცნობილი იტალიელი და ესპანელი დიზაინერების ნამუშევრები, მაღალი ხარისხის პროდუქციაა წარმოდგენილი. ჩვეულებრივ გორგიაში კი – სხვადასხვა კატეგორიეია . აქ სახლის რემონტისთვის აბსოლუტურად ყველაფერია. სამშენებლო მასალები: ცემენტი, გაჯი, უფრო დაბალი ხარისხის აბაზანები. გორგია ორივე სეგმენტზეა გათვლილი, გორგია პრემიუმი კი ყველაზე მაღალზე.

რა პროდუქციას და სერვისს სთავაზობთ მომხმარებელს?
მომხმარებელს ვთავაზობთ აბსოლუტურად ყველაფერს, რაც სახლისთვის არის საჭირო.
გვაქვს ონლაინ სერვისი. ვაჩვენებთ პროდუქციას. სასურველ პროდუქტს თავად ირჩევს და შემდეგ, გარკვეულ ვადაში ჩამოდის.

შოურუმში ნანახი პროდუქციის შეცვლა თუ შეუძლია მომხმარებელს და რა ვადაში ჩამოდის?დიახ, შეუძლია. კლიენტი მოდის, ირჩევს კონკრეტულ მოდელს, ზომას, მასალას. (დაახლოებით 5 სახის ტყავისა და 10-მდე ნაჭრის ვარიაცია გვაქვს). შემდეგ იწერეს და დაახლოებით 2 კვირის ვადაში ჩამოდის.მომხმარებელს, როგორც წესი, სიურპრიზები არ ხვდება. იქიდან გამომდინარე, რომ ავეჯი ჩამოსვლამდე შემოწმების უამრავ ეტაპს გადის.

რა არის თქვენი უპირატესობა?
გორგიაში ყველაფერია, რაც სახლისთვის გვჭირდება. ჩვენ ჰიპერმარკეტი ვართ და არა ერთი, კონკრეტული კატეგორია. საქართველოში გორგიას კონკურენტები არ ჰყავს. რაღაც კატეგორიას ჰყავს, თუმცა გორგიას არა. ვიმეორებ, ჰიპერმარკეტი ვართ და ამას ვამართლებთ კიდეც.

რომელი ქვეყნის ბრენდებთან თანამშრომლობთ?
ძირითადი ქვეყანა იტალიაა. ასევე ესპანეთი, გერმანია და ჩეხეთი. დაახლოებით 40 ბრენდთან ვთანამშრომლობთ. ყველა ბრენდის მთავარი უპირატესობა არის ის, რომ ძალიან ცნობილ დიზაინერს უკავშირდება.

გორგიას ისტორიაში რაიმე განსაკუთრებული მარკეტინგული აქიტივობა ხომ არ გახსენდებათ?გორგიას ისტორია თავიდან ბოლომდე განსაკუთრებული მარკეტინგული აქტივობაა. მარკეტინგულ აქტივობაზე რამდენიც არ უნდა იწვალო, რაც არ უნდა გააკეთო, საბოლოო ჯამში მაინც ფასამდე მიდიხარ. გორგია მთელი თავისი ისტორიის განმავლობაში მომხმარებელს ყველაფერს ყველაზე იაფად სთავაზობს. ყველა სეგმენტში ყველაზე იაფი ჰიპერმარკეტი ვართ.

გორგია, 1998 წლიდან არსებობს, ისევ საკმარისი პოპულარობით სარგებლობს?
უფრო მეტი პოპულარობით ვიდრე თავიდან. გაყიდვები ყოველწლიურად იზრდება, ყოველწლიურად ვფართოვდებით, აქედან გამომდინარე, წინ და წინ მივდივართ და ლიდერებიც ვხდებით.

რამდენად ხშირად აახლებთ პროდუქციას?
ძალიან ხშირად. დავუშვათ, გვაქვს გამოცხადებული კამპანია: თეთრეული 9 ლარად. ეს იმ ვადაზე გაცილებით ადრე ამოიწურება, ვიდრე ვგეგმავდით, შესაძლოა ერთ დღეშიც კი. შესაბამისად პროდუქციის განახლება ძალიან ხშირად გვიწევს.

როგორც გავიგეთ გორგიაში მოსულ ადამიანს, სახლისთვის ყველაფრის შეძენა შეუძლია. გარდა ამისა, გყავთ თუ არა თქვენი ხელოსნები? გაქვთ თუ არა მიტანის სერვისი?
ჩვენ ხელშეკრულება გვაქვს მისტერ მასტერთან, ასევე ჩვენი ხელოსნებიც გვყავს. არჩევანს მომხმარებელი აკეთებს. რაც შეეხება მიტანის სერვისს, 1000 ლარიდან ზემოთ შენაძენი სახლამდე მიგვაქვს.

რა არის თქვენი წარმატების საიდუმლო?
მომხმარებლის მოთხოვნები შემდეგნაირია: ხარისხი, დაბალი ფასები და მშვიდი გარემო, სადაც ყველაფრის შეძენას შეძლებს. გორგია სთავაზობს მშვიდ გარემოს, ხარისხიან პროდუქტს და ბაზარზე საუკეთესო ფასს.

salone 2015 Cattelan Italia-2

salone 2015 Cattelan Italia-33 salone 2015 Cattelan Italia-5 salone 2015 Cattelan Italia-13

მოამზადა – სალომე ლეკიშვილმა

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

CLOSE
CLOSE