ინტერვიუ ,,ბელჰაუსის’’ პიარმენეჯერ გვანცა ღამბაშიძესთან

0

ავეჯის სახლი ,,ბელჰაუსი’’ ქართულ ბაზარზე 2012 წლიდან ფუნქციონირებს. ის არის ყველაზე ცნობილი ავეჯის მწარმოებლების ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში. ,, ბელჰაუსის’’ ძირითადი საქმიანობა ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან ყველა სახის ავეჯისა და სახლის ინტერიერისთვის განკუთვნილი აქსესუარების იმპორტირება და რეალიზაციაა. კომპანია ავეჯის 3 სალონს ფლობს. ,,“ბელჰაუსი” მომხმარებლებს აწვდის მხოლოდ მაღალი ხარისხის, ელეგანტურ, უნიკალური დიზაინის ავეჯს, რომელიც ნებისმიერი გემოვნების მქონე ადამიანზეა გათვლილი. გვთავაზობს მაღალი ტექნოლოგიებით აღჭურვილ ქარხნებში დამზადებულ ეკოლოგიურად სუფთა რბილ და საკორპუსო ავეჯს. ასევე, მასიური ხისგან და სხვა მასალებისგან, ინდივიდუალური შეკვეთით დამზადებულ სამზარეულოებს. კომპანიის შესახებ დეტალურად, მისი პიარმენეჯერი, გვანცა ღამბაშიძე გვესაუბრა:

რამდენი წელია, რაც ,,ბელჰაუსი’’ არსებობს და მოიპოვა თუ არა საკმარისი პოპულარობა?
,,ბელჰაუსი’’ 3 წელია, ბაზარზეა. ჩემი აზრით, საკმაო პოპულარობით სარგებლობს. უკვე მესამე სალონი გავხსენით, რაც კომპანიის ზრდას ნიშნავს. როგორც მოგეხსენებათ, კომპანიის ზრდასა და განვითარებას კლიენტების არსებობა განაპირობებს. შესაბამისად, ჩვენი პოპულარობა დღითიდღე მატულობს.

რა არის ყველაზე რთული გამოწვევა თქვენთვის, როგორც ,,ბელჰაუსის’’ პიარმენეჯერისთვის?
ყველაზე რთული გამოწვევაა, იყო საუკეთესო ბაზარზე.

რომელი ქვეყნებიდან შემოგაქვთ პროდუქცია?
პროდუქცია ძირითადად ბელორუსიიდან, პოლონეთიდან, უკრაინიდან და იტალიიდან შემოგვაქვს.

რა სერვისს სთავაზობთ მომხმარებელს? გყავთ თუ არა დიზაინერები, რომლებიც მომხმარებლებს სასურველი პროდუქტის არჩევაში ეხმარებიან?

ჩვენ მომხმარებელს საკმაოდ დიდ და მრავალფეროვან მომსახურებას ვთავაზობთ. რა თქმა უნდა, აქ იგულისხმება დიზაინერის მომსახურებაც. სახლის მხოლოდ ჩვენი პროდუქციით მოწყობის შემთხვევაში, დიზაინერის მომსახურება უფასოა, თუმცა სხვა შემთხვევაშიც ჩვენი დიზაინერები მზად არიან, დახმარება გაუწიონ მომხმარებელს.

ასევე, გვაქვს მიტანის უფასო სერვისი არა მხოლოდ თბილისის, არამედ მთელი საქართველოს მასშტაბით. გარდა ამისა, ვიძლევით 2-წლიან გარანტიას, რაც ასევე ძალიან ხიბლავს კლიენტს. გვაქვს საკმაოდ კარგი განვადების სისტემა. გვყავს პროფესიონალი კონსულტანტები. გამოწერის შემთხვევაში, ტრანსპორტირება ძალიან სწრაფად ხდება. პროდუქტის ჩამოსვლას მაქსიმუმ თვენახევარი სჭირდება, თუმცა, არის შემთხვევები, როდესაც 1 თვეში ჩამოდის.

პროდუქტის შეძენა შოურუმიდანაც შესაძლებელია?
დიახ, რა თქმა უნდა. შეკვეთა იმ შემთხვევებში ხდება, როდესაც კონკრეტული ავეჯი უკვე გაყიდულია, ან მომხმარებელს ფერის, მასალის საკუთარი გემოვნებით შერჩევა სურს. აქ, ჩვენს შოურუმში განლაგებული ავეჯის წაღება ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი.

არის თუ არა შემთხვევები, როდესაც მომხმარებელი ჩამოსული პროდუქტით უკმაყოფილოა?

ზოგადად, ყველაფერი ხდება, თუმცა შეკვეთა ზომების, ან იმ სტანდარტების შეცვლას არ გულისხმობს, რაც ქარხანას აქვს. პროდუქცია საკმაოდ მრავალფეროვანია და ჩვენს ფართში ყველას წარმოდგენა ფიზიკურად შეუძლებელია. თითოეული ავეჯი, განსაკუთრებით კი – რბილი, სხვადასხვა ფერში და განსხვავებული ნაჭრისგან მზადდება. როდესაც კლიენტს რაიმე ინდივიდუალური, კონკრეტული დიზაინი მოსწონს, შეკვეთა შეუძლია.

რა სიხშირით ანახლებთ პროდუქციას?
ძალიან ხშირად. როგორც წესი, ყოველთვიურად ახალ მოდელებს ვიღებთ. მაგალითად, ახლა დავალაგეთ 2 ახალი ქარხანა. დეკემბერში ,,კლერისა’’ და ,,ვეროს’’ პროდუქციას ველოდებით, რომელიც ძირითადად ტყავის თანამედროვე, რბილი ავეჯის სახით არის წარმოდგენილი. ასევე იქნება წარმოდგენილი ნაჭერში დამზადებული პროდუქცია.

დაახლოებით რა მაჩვენებლებში მერყეობს პროდუქციის ფასები?
ფასები თავიდან ბოლომდე ბაზარზეა მორგებული. აქ არის როგორც დაბალფასიანი, ასევე მაღალფასიანი ავეჯიც. ჩვენი შეთავაზება ყველა ტიპის მომხმარებელზეა მორგებული.

ახლო მომავალში რაიმე განსაკუთრებულ მარკეტინგულ აქტივობას ხომ არ გეგმავთ?
რა თქმა უნდა, ვგეგმავთ და ეს ყველაფერი დეკემბერთან, ახალ წელთან არის დაკავშირებული, თუმცა ჯერჯერობით საიდუმლოდ ვტოვებთ.

რა არის თქვენი სამომავლო გეგმები?
უმთავრესია, არ შევაჩეროთ ზრდის ტემპი.
 

მოამზადა – სალომე ლეკიშვილმა

კომენტარები

კომენტარი

CLOSE
CLOSE