იდეალური ინტერიერის 10 პრინციპი

0

ყოველი სახლის ინტერიერი განსაკუთრებულია. იგი ზოგ შემთხვევაში ათწლეულების განმავლობაში იქმნება, ხანდახან კი მის შექმნაში თაობები მონაწილეობენ. თუმცაღა, მიუხედავად უნიკალურობისა, არსებობს ჰარმონიულობის ძირითადი პრინციპები, რომელთა უგუველყოფაც სასურველ შედეგამდე არ მირვიყვანს.

გთავაზობთ 10 რჩევა პროფესიონალი დიზაინერებისაგამ

1. სრული  კონცეფციის შექმნა

სამუშოების დაწყებამდე საჭიროა გაანალიზოთ და გადაწყვიტოთ სივრცის ერთიანი დიზაინის კონცეფცია. ამის გაკეთება ძალიან მოსახერხებელია ვირტუალური კოლაჟის მეშვეობით. სადაც მოცემული იქნება: ფერთა გამა, სტილი, ფორმები, და მომავალი ინტერიერის ტექსტურა. გაანალიზებული კონცეფციის შედეგად ნათელი ხდება, რა მიმართულებით უნდა იმოქმედოთ (როგორი და რომელი შპალერი, ან ავეჯი აირჩიოთ) და ზღვარი, რომელსაც არ უნდა გადახვიდეთ.

2. ფერთა გამა

სასურველია ფერთა გამა შედგებოდეს 4-5 ფერისაგან, რომელთა შორის 3-4 აუცილებლად ნეიტრალური უნდა იყოს. მეტად დომინანტური ფერი ნაკლებად „მსუყე“ (ინტენსიური, გაჯერებული) უნდა იყოს. მკვეთრი კაშკაშა ფერიები ადამიანის ფსიქიკას აღაგზნებს – მათ ხშირად იყენებენ რესტორნებისა და კლუბების დიზაინში. საცხოვრებელი ფართისათვის იდეალური გადაწყვეტილება კი იქნება, თუ ასეთ ფერებს მხოლოდ მცირე შტრიხებისათვის გამოიყენებთ.

3. ნეიტრალური ფონი

დეკორისა და ავეჯის შერჩევის დროს მნიშვნელოვანია არ დაივიწყოთ „ცარიელი სივრცეები“. ნეიტრაკური ფერის კედლები ხაზს გაუსვამენ ლამაზ და კაშკაშა ფერის აქსესუარებს ან/და ავეჯს და თვალსაც მისცემენ დასვენების საშუალებას.
www.itexamfun.com
70-342
4. კომპოზიციური ცენტრი

ავეჯის კედელთან განთავსებით ოთახის ცენტრში დიდ თავისუფალ სივრცეს მივიღებთ, ასეთი განლაგება მისაღებია მხირე ფართის ოთახებში. დიდ ფართის მქონე ოთახებში, კი პირიქით ავეჯიის ე.წ. „კუნძულის“ ტიპის განლაგებაა ჯობია. ამ გადაწყვეტილებით ინტერიერი იძენს მრავალმხრივ სახეს, რაც საცხოვრებელ ფართს უფრო დინამიურსა და კომფორტულს ხდის.

5. ზონებად დაყოფა

ზონებად დაყოფა ქმნის სიმყუდროვისა და მობილურობის შეგრძნებას. საძინებელი და სასადილო ზონების გასაყოფად გამოიყენეთ ქსოვილები, სტელაჟები და სარკე.

6. ზედმეტი დეკორი

უმჯობესია დეკორატიული ნივთების მინიმუმამდე დაყვანა. სივრციდან ზედმეტი აქსესუარების მოშორებით, ვაძლევთ რა „სუნთქვის“ საშუალებას, ჩვენ ვირტუალურად ვაფართოვებთ მას.

7. ქსოვილი

ბევრი უარს ამბობს ბალიშებზე და ხალიჩებზე პრაქტიქულობის თვალსაზრისიდან გამომდინაზე, ამით კი ოთახის დიზაინი ზიანდება, როგორც ზონებად დაყოფის ასევე სიმყუდროვის მხივ. იდეალურ დიზაინში გვხვდება ხალიჩებიც, ბალიშებიც და ფარდებიც.

8. ლოკალური განათება

მაგიდის ნათურები, ბრები და ტორშერები – ყველა ეს ნივთი ემსახურება სიმყურდოვის შექმნას. გარდა ამისა, განათების აქსესუარების უგუველყოფა ინტერიერს კომფორტულობას უკარგავს, თქვენ კი- შესაძლებლობას წაიკითხოთ და იმუშაოთ თქვენთვის საურველ ნებისმიერ ადგილზე.

9. ხედვის არეში

სურათები და პოსტერები განთავსებული უნდა იყოს თვალის სიმაღლეზე. როცა აქსესუარები კედელზე საჭიროზე ზემოთ, ან ქვემოთ კიდია, ინტერიერში დისბალანსის შეგრძნება იქმნება.

10. არეულობა რომელიც არ არსებობს

სხვადასხვა მცირე ზომის ნივთების შესანახად გამოიყენეთ ლარნაკები, ან დეკორატიული ყუთები. ეს დაგეხმარებათ გაუმკლავდეთ არეულობას და იმავდროულად გაალამაზებს თქვენს ინტერიერს. ასეთი აქსესუარების გამოყენება განსაკუთრებით უხდება შემოსასვლელ ჰოლსა და სააბაზანო ოთახებს.

კომენტარები

კომენტარი

CLOSE
CLOSE