თეთრი ფერი საძინებლის ინტერიერში – 6 რჩევა გაფორმებისთვის

0

არსებობს უამრავი სხვადასხვა შეხედულება თეთრი ინტერიერის შესახებ: ვიღაცა მას მოსაწყენად და ცივად თვლის, ზოგისთვის კი ეს მშვიდი და სასიამოვნო გარემოა. საძიენებელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ოთახია სახლში, რადგანაც აქ შეგვიძლია დასვენება და ენერგიით ავსება.
1

ითვლება, რომ საძინებლის გაფორმების დროს, სასურველია, უპირატესობა მშვიდ ღია ფერებს მიანიჭოთ. ისინი ქმნიან მშვიდ და მყუდრო გარემოს. ასე რომ, საძინებლისთვის საუკეთესო გადაწყვეტილება თეთრი ფერი იქნება. სწორი გამოყენების შემთხვევაში, თეთრ ფერს შეეძლება თქვენი საძინებელი ჰაეროვნად, ელეგანტურად და დახვეწილად გახადოს.
2
buy windows 10 professional key
http://www.motorup.com.au
გთავაზობთ თეთრი საძინებლის გაფორმებისთვის საჭირო რამდენიმე რჩევასა და იდეას :

1. თეთრი ფერი საუკეთესო გადაწყვეტილებაა პატარა საძინებლისთვის. მას შეუძლია ვიზუალურად გააფართოვოს სივრცე და უფრო ნათელი გახადოს ის. თუმცა ეცადეთ, იყოთ მინიმალისტები და არ გადატვირთოთ ოთახი ზედმეტი დეკორით.
3

2. თეთრი საძინებელი ჰარმონიულად და ლამაზად ნებისმიერ სტილში გამოჩნდება. თუმცა განსაკუთრებულად ის სკანდინავიურ, ხმელთაშუა ზღვის, არტ-დეკორის, პროვანსის, მინიმალიზმის, თანამედროვე კლასიკისა და რომანტიზმის სტილს მოუხდება.
4

3. თეთრი ფერი მრავალმხრივი და მდიდარია, დიდი რაოდენობის ლამაზი ელფერით. ის შეიძლება იყოს თოვლისფერი, რძისფერი, მცირეოდენი ცისფერი, ან რუხი ელფერის და ა.შ. შეარჩიეთ თქვენი თვალისთვის ყველაზე სასიამოვნო ელფერები და შექმენით სხვადასხვა ვარიანტები.
5

4. თუ გსურთ, ცოტათი გამოაცოცხლოთ თეთრი ინტერიერი, მაშინ დაამატეთ ჭრელი ფერადი აქცენტები. ეს შეიძლება იყოს დეკორატიული ბალიშები, დეკორის ელემენტები, საწოლის თეთრეული, ფარდები… ასევე, შეგიძლიათ დაამატოთ ცოცხალი ყვავილები.
6

5. არ შეგეშინდეთ სრულიად თეთრი საძინებლის გაკეთების. ხოლო უფრო მრავალფეროვანი და საინეტერესო რომ გახადოთ, გამოიყენეთ სხვადასხვა ტექსტურა: სელი, ბამბა, აბრეშუმი, ბეწვი, მაქმანი და ა.შ.
7

6. თეთრ ფერს თეთრი ლითონი უხდება.
8

ზემოაღნიშნულის გარდა, თეთრი ფერი არის უნივერსალური, მშვენივრად უხდება სხვა ფერებსა და კარგად გამოიყურება ნებისმიერ ინტერიეში. რატომაც არ უნდა გამოვიყენოთ ის?!

კომენტარები

კომენტარი

CLOSE
CLOSE