დეკორის 11 იდეა საძინებელში სიმყუდროვის შესაქმნელად

0

კომფორტული საძინებელი სივრცის შესაქმნელად დიდი სივრცე აუცილებელი პირობა სულაც არ არის, ამისთვის პატარა სივრცე და მცირე ფანტაზიაც საკმარისია. ძალიან მარტივი დეტალების მეშვეობით, შესაძლოა საძინებელი სახლის საუკეთესო ადგილად აქციოთ.
გთავაზობთ რამდენიმე იდეას, რაც მცირე ზომის საძინებლის კომფორტულ და მყუდრო სივრცედ გადაქცევაში დაგეხმარებათ:
ფერადი ბალიშები და საბნები
ზუსტად აქ ამ ნივთების გამოყენება ძალიან სასარგებლო იქნება. სხვადასხვა ფერის ბალიშები და საბნები ნებისმიერ ოთახს მოუხდება. და რაც ძალიან მნიშვნელოვანია – ასეთ ნივთებს დიდი სივრცე სულაც არ სჭირდება, მათი დახმარებით კი ინტერიერის სრულიად გარდაქმნაც შეგიძლიათ.
8t2oi8
თეთრეული
მაღალი ხარისხის სელის ან ბამბის თეთრეული ითახს უფრო ნაზს და სასიამოვნოს ხდის. არჩევანს თეთრ ფერზე ნუ შეაჩერებთ, ღრმა და მკვეთრი ფერები გაცილებით ეფექტური და ამავდროულად პრაქტიკულია.
8679565-650-1460641155-bed-1158267_960_720
ინტერგრირებული განათება
გამოიყენეთ განათება თაროებისთვისაც, ეს ოთახს გაცილებით უფრო ეფექტურს გახდის.
8680265-650-1460641155-15841311881_7723a08b98_o8680265-650-1460641155-15841311881_7723a08b98_o
პანო
პანო ოთახს სითბოს მატებს, მთავარი ფერების სწორად შერჩევაა.
8679315-650-1460641155-6013550969_8a44bd0d9d_o
დიდი ფანჯრები

თუკი სივრცე დიდი ფანჯრების საშუალებას გაძლევთ, ეს შანსი ხელიდან არ გაუშვათ. დიდი ფანჯრები სივრცეს ვიზუალურად ზრდის და რაც შეიძლება მეტი ბუნებრივი სინათლე შემოაქვს. რა შეიძლება იყოს ამაზე უკეთესი?
8681365-650-1460641155-4176431932_452da2780b_b (1)
აქცენტები სარკეების მეშვეობით
სარკეს ოთახის ვიზუალური გაფართოვება შეუძლია. ეს არის ელეგანტური და პრაქტიკული დეკორაცია, რომელიც ჩაშენებულ კარადებსა და თაროებს ძალიან უხდება.
8679115-650-1460641155-5102091027_00d2af6419_b
ტუმბოები და მაგიდები
შეარჩიეთ პატარა ზომის ტუმბოები. დეკორაციად ფერწერული ტილოები გამოიყენეთ. შედეგად მარტივ და ფუნქციონალურ ადგილს მიიღებთ.
8679015-650-1460641155-6035338084_9956b6340a_b1
აქცენტები ფერის მეშვეობით
ფერადი ნივთების მეშვეობით ოთახი უფრო ცოცხალი და საინტერესო ხდება.
8680465-650-1460641155-Red_lips_wall_decal_example
წიგნის თაროები
ღია, მსუბუქი თაროების ჩაშენებით თქვენ სივრცის სრულ გამოყენებას შეძლებთ  და რაც მთავარია, ასეთი რამ ინტერიერს ვიზუალურადაც დაამშვენებს.
8681115-650-1460641155-2436617223_453f3394b8_o
აქსესუარები და ფოტოები
რამდენიმე კარგად შერჩეული ფოტო, სარკე, სამკაული ან სხვა აქსესუარი ოთახის მფლობელზე მეტყველებს.
8678765-650-1460641155-8116965404_47e1e10614_b1


მოამზადა – ცირა კახაძემ

კომენტარები

კომენტარი

CLOSE
CLOSE