გრაფიკოს დიზაინერის, თეონა ჯინჯიხაძის მიერ შესრულებული   კლასიკური დიზაინის პროექტი თბილისში.

0

ინტერიერი ,  რომელიც დიზაინერმა პროექტის სახით განახორციელა , მოიცავს  120 კვადრატულ მეტრს . იგი გადაწყვეტილია კლასიკურ სტილში და   სხვა  სამუშაო დეტალებთან ერთად , წინასწარ იქნა განსაზღვრული  დამკვეთისა და დიზაინერის მიერ. ინტერიერის ძირითადი ხაზი ღია ფერებშია.  აქ შევხვდებით ოქროსფერ მეტალს,  კრემისფერ ავეჯს,  კრემისფერიდან ყავისფერში გარდამავალ შპალერსა თუ კერამიკული ფილებს . განწყობის გადახალისების მიზნით,    ასევე საინტერესოდ არის  შემოტანილი  იასამნისფერ – იისფერისა  და პასტელისფერი მწვანე – შაბიაბნისფერი მასალები  შპალერის, ბარისოლისა თუ ავეჯის სახით.   ავეჯი ძირითადად  გათვლილია ადგილობრივ წარმოებაზე , ჩაფიქრებულია როგორც შეღებილი მდფ, ასევე შპონი და ხის ჩანართები.  საერთო ჯამში კი მივიღეთ შესანიშნავი ინტერიერი სივრცით, ნათელი ფერებითა და მისთვის დამახასიათებელი სტილით, რომელიც თავისუფლად   ითავსებს დამკვეთის მოთხოვნილებებსა და სურვილებს.

თეოს თქმით , პროექტის შექმნისას მისი უმთავრესი ამოცანა, ინტერიერის ვიზუალურ მხარესთან ერთად , დამკვეთისათვის კომფორტული გარემოს  შექმნაა  , რომელიც ინდივიდუალურად იქნება გათვლილი მის პრაქტიკულ და ემოციონალურ მოთხოვნილებებზე.

მისივე თქმით, ასევე მნიშვნელოვანია რომ ინტერიერში მაქსიმალურად იგრძნობოდეს სივრცე და ამასთანავე,   არ დაირღვეს სიმყუდროვის, სიმშვიდის   შეგრძნება.  ამ ყველაფრისათვის კი საჭიროა წინასწარ გათვლილი , კონკრეტულ გარემოზე მორგებული როგორც  ავეჯი , ასევე ინტერიერის სხვა   შემადგენელი კომპონენტები. სწორედ ამაში ეხმარება დამკვეთს  დიზაინის წინასწარი, გრაფიკულ – ვიზუალური გამოსახვა, რომელიც მნიშვნელოვანი ნაწილია   მისი ჩანაფიქრის რეალობაში განსახორციელებელი გზის  შუალედურ  რგოლში.  ამასთანავე  , მას     მინიმუმამდე დაჰყავს რისკ ფაქტორი –    გრაფიკული დიზაინის გარეშე, რემონტის პროცესში  იდეის განხორციელებისას  გაუთვალისწინებელი შედეგის შემთხვევაში, გადაკეთებისას    წარმოქმნილი დამატებითი დანახარჯი.   აღსანიშნავია ისიც, რომ გრაფიკული დიზაინის დადებითი მახასიათებელი , მხოლოდ ამ პლიუსებით    არ შემოიფარგლება.  მისი ერთ ერთი,  ასევე ძლიერი მხარე  რემონტის ხარჯების  მაქსიმალური სიზუსტით განსაზღვრა  (რემონტის შემსრულებლების მიერ, შესასრულებელი სამუშაოს ფასის კალკულაციის სახით) და   მასალის არჩევანში ლავირებაა.  ხოლო უშუალოდ შესრულებისას , ვიზუალური მხარის არსებობა  თვალსაჩინოს  ხდის შესასრულებელ სამუშაოს   შემსრულებლისათვის / ხელოსნისათვის. საბოლოო  ჯამში, გრაფიკული დიზაინი მომგებიანი ინვესტიციაა როგორც დროის, ასევე ფინანსური თვალსაზრისით.   (მიუხედავად იმისა, რომ  შესასრულებელი პროექტის ხანგრძლივობა საშუალოდ ერთი თვიდან ორ თვემდე მერყეობს, რაც დამოკიდებულია სამუშაოს მოცულობასა და  ტექნიკურ მხარეზე,  შემდგომში,  უკვე მზა პროექტით შესაძლებელია ამ დროის დანახარჯების ანაზღაურება და რემონტის სწრაფი ტემპებით წარმართვა . თუმცა, არსებობს შედარებით ნაკლები მოცულობის პროექტებიც, რომელთა შესრულებაც უფრო მოკლე ვადებშია შესაძლებელი  ) რაც შეეხება შედარებით მცირე ( რემონტის მოცულობასთან მიმართებაში)  გაუთვალისწინებელ ხარჯებს, დასაშვებია რომ იგი ნებისმიერი რემონტის პროცესში წარმოიქმნას .

რადგან გრაფიკული დიზაინის ძირითად  პლიუსებზე უკვე  ვისაუბრეთ, შეგვიძლია უფრო უშუალო და ფაქიზ თემებზეც გადავიდეთ, რომლებიც ამ პროცესის ასევე მნიშვნელოვანი შემადგენელი კომპონენტია. დაკვირვების შედეგად,  აქ დიზაინერისთვის  გარედან მიღებული ინსპირაციის მთავარ  წყაროს ,  დამკვეთის  მოთხოვნილებებთან ერთად , დამკვეთის   მიერვე  მიწოდებული ურთიერთობის ფორმები და ენერგეტიკული ვიბრაციებია  , რომელიც ასახვას ჰპოვებს მიღებულ  შედეგებზე,  რადგანაც მიუხედავად იმისა,  რომ  გრაფიკული დიზაინს,   უშუალოდ  დიზაინერი ქმნის , შექმნის პროცესი და შედეგი-  ეს არის დიზაინერის და დამკვეთის ერთობლივი ტანდემის ნაყოფი.
სამუშაოდ, დიზაინერები და  არქიტექტორები იყენებენ მათთვის სასურველ სხვა და სხვა პროგრამებს.  აღნიშნული პროექტი შესრულდა    : 3ds Max  – ში.   ასევე,  დამხმარე პროგრამებია :  Adobe Photoshop  & Adobe Illustrator.

სასიამოვნო  გარემოს გისურვებთ


















კომენტარები

კომენტარი

CLOSE
CLOSE