გასაოცარი მდებარეობის მქონე 7 სახლი, რომელიც მფლობელებმა არ დათმეს

0

ქალაქის მშენებლობა ზოგჯერ მოითხოვს ძველი ბინების ნგრევას, რომელთა ადგილზე ახალი სახლები ან სავაჭრო ობიექტები შენდება. თუმცა, არიან ადამიანები, რომლებიც არაფრით თმობენ თავიანთ სახლებს და საოცრად უჩვეულო გარემოში აგრძელებენ ცხოვრებას და ამით ეროვნული გმირებიც კი ხდებიან. ჩვენ წარმოგიდგენთ 7 ასეთი შემთხვევის ამსახველ ფოტოებს, რომლებიც ნამდვილად გაგაოცებთ.
1. სახლი მაიამის “წმინდა მიწაზე”


ამ სახლის სანაცვლოდ, რომელიც მაღალსართულიანი შენობების გარემოცვაში, მაიამის ერთ-ერთ პრესტიჟულ უბანში მდებარეობს, მის მფლობელ ისმაილ ბერმუდესს 2 მილიონი დოლარი შესთავაზეს, თუმცა იგი ირწმუნება, რომ შენობა წმინდა მიწაზე მდებარეობს და ეს ადგილი უძველესი არტეფაქტებითაა სავსე.
2. კორპუსი ესტაკადის ცენტრში

ჩინეთში არსებული კანონის თანახმად, სახლის გადატანა დაუშვებელია მაცხოვრებლების ნებართვის გარეშე. იმის გამო, რომ რამდენიმე მეპატრონემ უარი განაცხადა კორპუსიდან გადასვლაზე არასაკმარისი კომპენსაციის გამო, საცხოვრებლის გარშემო უზარმაზარი ესტაკადა მოეწყო.
3. ოსტინ სპრიგსის დახურული პიცერია


ვაშინგტონში მდებარე მყუდრო სახლში მცხოვრებმა ოსტინ სპრიგსმა უარი თქვა საკუთარი საცხოვრებლის 3 მილიონ დოლარად დათმობაზე, როცა ამ ადგილას დიდი საოფისე ცენტრის მშენებლობა გადაწყვიტეს. ნაგებობის აშენების შემდეგ, ოსტინს მასში პიცერიის გახსნა სურდა, თუმცა არ გაუმართლა და ბანკის ვალების გამო, იძულებული გახდა თავისი საცხოვრებელი შემდგომ უკვე 750 ათას დოლარად გაეყიდა.
4. სახლი გათხრების გარემოცვაში


ჩინეთის პროვინცია ჩუნცინის ხელმძღვანელობამ თანამედროვე კვარტლის ასაშენებლად ნიადაგი მოამზადა, თუმცა ძველი სახლის ერთ-ერთმა მეპატრონემ ადგილის დატოვებაზე უარი თქვა და წყლისა და ელექტროენერგიის არქონის მიუხედავად, საკუთარ ბინაში ცხოვრებას აგრძელებს. შენობაზე გამოფენილია ჩინეთის დროშა და წარწერები “ხელები შორს პირადი საკუთრებისგან”.
5. ფერმერი იაპონური აეროპორტიდან


ტოკიოსთან ახლოს მდებარე აეროპორტის ხელმძღვანელობასა და იაპონელ ფერმერებს შორის დრამატული წინააღმდეგობაა. აეროპორტი ჯერჯერობით იძულებულია უარი თქვას ტერიტორიის გაფართოვებაზე. ფერმერები კი ამბობენ, რომ აეროპორტის მშენებლობის დაწყებამდე მათთვის არაფერი უკითხავთ. ერთ-ერთი ფერმერს ამ ადგილას არა მხოლოდ მეურნეობა აქვს, არამედ თვითონაც იქვე ცხოვრობს.
6. სახლი გზაზე


ჩინური პროვინცია ჩჟეცზიანის ხელისუფლებამ გზის მშენებლობა გადაწყვიტა, თუმცა სახლში მცხოვრებმა ხანშიშესულმა წყვილმა უარი თქვა, მათი თქმით, მცირე კომპენსაციაზე, რის გამოც კორპუსის ერთი ნაწილის შუა გზაში დატოვება გახდა საჭირო.
7. სახლი, რომელიც მულტფილმის შთაგონებად იქცა



სიეტლელი ედიტ მეისფიდი შეერთებულ შტატებში ნამდვილ ეროვნულ გმირად იქცა და მის ასწლოვან სახლს ტურისტები დღესაც საჰაერო ბურთებით რთავენ. ქალბატონი ამ სახლში 1966 წელს დასახლდა და შემდეგი წლიდან, როცა მშენებლობის ბუმი დაიწყო, მას საცხოვრებლის გაყიდვა შესთავაზეს, თუმცა უშედეგოდ. 2006 წელს ამ სახლში ედიტს უკვე მილიონ დოლარს სთავაზობდნენ, თუმცა 84 წლის ქალმა კვლავ არ დათმო და შენობის გარშემო დიდი სავაჭრო ცენტრი აიგო.
ეს ისტორია იქცა შთაგონებად მულტიპლიკაციური ფილმისთვის “ზემოთ”, რომლის მთავარი გმირი ანალოგიური პრობლემის წინაშე დგას.

მოამზადა – თეა თაბაგარმა

კომენტარები

კომენტარი

CLOSE
CLOSE