გაითვალისწინეთ – 10 შეცდომა, რომელსაც სამზარეულოს მოწყობისას უშვებენ

0

ხშირად, რემონტისას იმდენად მოგვწონს დიზაინერული არჩევანი, რომ ვივიწყებთ პრაქტიკულობას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამის გათვალისწინება სამზარეულოს რემონტის დროს, რადგან საკვების სწრაფი და უსაფრთხო მომზადება გარკვეულ პირობებს მოითხოვს. წარმოგიდგენთ 10 ტიპურ შეცდომას, რასაც უშვებენ სამზარეულოს გარემონტებისას.
1. მოუხერხებელი სახელურები
სახელურები შესაძლოა გამოიყურებოდეს ეფექტურად, მაგრამ არ იყოს პრაქტიკული გამოყენების მხრივ. თუკი კარადა კუთხეშია განთავსებული, კარი ბოლომდე არ გაიღება და უჯრების მოძრაობა ვეღარ მოხერხდება.
2. ფართო სამუშაო ზედაპირი
ზოგჯერ, დიდ სამზარეულოში ავეჯს ერთი კედლის გასწვრივ დგამენ. ასეთი კონსტრუქცია პრაქტიკაში ბევრ შეფერხებას იწვევს – მუდმივად გიწევს სამზარეულოს ერთი ბოლოდან მეორეში სირბილი. უმჯობესია შეარჩიოთ უფრო კომპაქტური დაგეგმარება.

3. ბუნებრივი მარმარილოთი მოპირკეთება
შესაძლოა გეგონოთ, რომ ნატურალური მასალა ბევრად პრაქტიკულია, თუმცა მარმარილოს ზედაპირი ფოროვანი ხდება და მასში ჭუჭყი გროვდება. ამიტომაც გირჩევთ ხელოვნურ ქვას.
4. დიდი მილები
ხშირად ხდება, რომ ღუმელი განთავსებულია სავენტილაციო სისტემისგან მოშორებით და საჭიროა საჰაერო მილების დამონტაჟება, რაც არც ისე ესთეტიკურად გამოიყურება და იოლად ბინძურდება. გამოსავალი – დამცავი ნახშირის ფილტრით.
5. სამზარეულოს პრიალა ფასადი
უმჯობესია, არ შეარჩიოთ სამზარეულოსთვის პრიალა ზედაპირები, რადგან მათზე მუმდივად რჩება თითის ანაბეჭდები.
6. სასადილო მაგიდები შუშის ზედაპირით
დიდი ცდუნებაა, შეიძინოთ ასეთი მაგიდა, თუმცა გახსოვდეთ, რომ შუშაზე ადვილად ჩნდება ნაკაწრები. გარდა ამისა, ჭურჭლის ხმა შუშის მაგიდაზე საკმაოდ მკვეთრია.

7. თაროები უჯრების ნაცვლად
ღრმა თაროდან რამის აღება საკმაოდ რთულია, მითუმეტეს თუკი ნივთის სწრაფად პოვნა გსურთ. უფრო მარტივად დაინახავთ და მიწვდებით მას უჯრის მეშვეობით.
8. ფართო უჯრები
მაღაზიიდან მასიურ ყუთს უპრობლემოდ წამოიღებთ, რადგან ცარიელია, მაგრამ უნდა გაითვალისწინოთ, რომ ჭურჭლის ჩალაგების შემდეგ ძალიან დამძიმდება.
9. ბევრი ნაკეცი
პრაქტიკულია, აარჩიოთ კედლებისთვის სწორი საფარი. მცირე ზომის ბევრი ნაკეცების შემთხვევაში, ჭუჭყის მოცილება რთულდება.
10. სამუშაო ზედაპირის არარაციონალური გამოყენება
დაგჭირდებათ დამატებითი ადგილი საყოფაცხოვრებო მოწყობილობებისა და როზეტებისთვის. რაც მთავარია – არ დაგავიწყდეთ, დატოვოთ სამზარეულოს ზედაპირზე სივრცე საკვების მომზადებისთვის.

კომენტარები

კომენტარი

CLOSE
CLOSE