ბინა ინდუსტრიული სტილის დიზაინით, რომელმაც “არქიტექტურული პრემია 2015”-ში გაიმარჯვა

0

რთულია შექმნა ფუნქციური და ამავდროულად ექსკლუზიური ინტერიერის დიზაინი, რომლითაც კლიენტიც კმაყოფილი იქნება და დიზაინის ნორმებიც დაცული. Home And Design გაგაცნობთ პროექტს, რომელიც საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული გახდა. პროექტის შესახებ ავტორი, დიზაინერი მაია წერეთელი ისაუბრებს.
12395385_1045284678857673_1997786270_n
–  “არქიტექტურული პრემია 2015”-ის გამარჯვებული გახდით, კატეგორიაში “რეალიზებული ინტერიერის დიზაინი”. პირველად მიიღეთ ამ კონკურსში მონაწილეობა?
– ვიცოდი ამ კონკურსის შესახებ, მაგრამ მონაწილეობა წელს პირველად მივიღე.
– როგორ შეარჩიეთ კონკურსში გამარჯვებული ბინის ინტერიერი?
– ნაგებობა და ბინის კონსტრუქცია იძლეოდა საშუალებას, რომ ინდუსტრიული სტილი გაგვეკეთებინა. ნაკლი ის იყო, რომ ჭერის სიმაღლე არ იყო 3 მეტრზე მეტი. სამაგიეროდ, ჰქონდა დიდი შუშის ვიტრაჟი პანორამული ხედით და წინ ღია სივრცე. იქიდან გამომდინარე, რომ დამკვეთის ახალგაზრდული ასაკი კარგად ესადაგება არჩეულ სტილს, პროექტი არ გამითვლია ოჯახზე და მხოლოდ ახალგაზრდა წყვილის სურვილებსა და ინტერესებს მოვარგე. მნიშვნელოვანია, რომ ეს სტილი დროებითი მოვლენაა ყველას ცხოვრებაში და გარკვეული ასაკობრივი ზღვარი აქვს.
029
– რამდენი კვადრატია ბინა?
– 862 მეტრი. ამ 86 კვ.მე. მეტრიდან 15 კვ.მ მოდიოდა აივანზე, დანარჩენი კი – ერთ მთლიან ოთახზე.
Layout1
ჩვენი მიზანი იყო, რომ არ დაგვეკარგა სივრცე. ამიტომაც, აბაზანისა და გარდერობის კედლები მხოლოდ 2 მეტრის სიმაღლეზე ავიყვანეთ, ხოლო კონსტრუქციებიდან ჭერამდე ძველი შუშების ტიხარი გავაკეთეთ დაახლოებით ისე, როგორ ქარხნებშია. სისრულეში მოყვანა შევძელით. საბოლოო ჯამში, ეს კედლები დავასრულეთ არმირებული შუშებით ჩარჩოებში და გამჭვირვალე მეტალის ბადეებით. აქ ძირითადი მასალაა მეტალი და ქვაა. ამ მეტალის ბადეებმა და შუშებმა მოგვცა საშუალება, რომ მთლიანი 86 კვ.მ. აღიქმება ერთ სივრცედ და ამასთანავე, შენარჩუნებულ იქნა ჭერის მთლიანობა.
069
– ძირითადად, რა მასალებს იყენებდით რემონტის პროცესში? და რამდენად ხელმისაწვდომი იყო ეს მასალები?
– თითქმის ყველაფერი ხელნაკეთია. პირველ რიგში, უნდა აღვნიშნოთ იატაკი, რომელიც მოხარშული აკაციისგან არის დამზადებული და ნაწარმოებია საქართველოში. ამ მასალის კვადრატული მეტრი დაახლოებით 100 ლარი ღირდა. ბინაში ჩვენ სულ რაღაც 50 კვ.მ. დაგვჭირდა, დანარჩენ ნაწილზე კი მეტლახი დაიგო.
კედელზე ფილებია გაკრული, რომელსაც აგურის ეფექტი აქვს. ეს ფილები, როგორც ფაზლი ისე ეწყობა და ასევე საქართველოშია ნაწარმოები. მეტალი, რომელიც გამოვიყენეთ, ბაზრობაზე შევიძინეთ, შემდეგ შევღებეთ და შესაბამის ზომაზე დავჭერით. აქ ძალიან საინტერესო კიდევ პლინტუსებია, რომლებიც ჩვეულებრივი მოქლონებითაა მიმაგრებული. რაც შეეხება სამზარეულოს, საკმაოდ მარტივად მივუდექით საქმეს და მთლიანად ლამინატის მასალა გამოვიყენეთ. ხის მასალა სულ რამდენიმე შემთხვევაშია ნახმარი. აღსანიშნავია, რომ ყველა სახელური, რომელიც გამოვიყენეთ, არის ძველი, ბაზრობაზე შეძენილი – მნიშნელოვანი ფაქტორია, გახსოვდეთ, რომ რამონტი სულაც არ გულისხმობს სერიოზულ ხარჯს.
086
– რამდენი დაიხარჯა რემონტის გაკეთებაზე?
–დაახლოებით, 300 $ – კვ.მ.
– დიდი დოზით გამოყენებული მეორედი ნივთების ფონზე რამ გააძვირა რემონტის ფასი?
– ფასი გააძვირა იმან, რომ გამოვიყენე ძვირფასი მასალები. მათ შორის ხის, მეტალის და მეორადი საქონლის. ეს სტილი რატომღაც ძალიან მოდური გახდა და ავეჯიც საკმაოდ ძვირი ღირდა. ტექნიკა ესპანური და იტალიური ბრენდებისაა. გარდა მასალის სიძვირისა, ფასზე გავლენა იქონია იმანაც, რომ ყველაფერი ხელით იყო ნაკეთები. თითოეულ დეტალს გულდასმით ვეძებდით და რუდუნებით ვარჩევდით, ნიუანსებსაც კი შემოქმედებითად ვუდგებოდით და ვუხამებდით.


– ეს არის, ფაქტობრივად, სახლი, რომელის მსგავსსაც ვერასოდეს, ვერავინ, ვერსად შექმნის?
– არა, რა თქმა უნდა ასეთი, მსგავსი და კიდევ უკეთესი პროექტების შექმნაა შესაძლებელია. არასოდეს არსად არაფერი გამიმეორებია, რომ აღარაფერი ვთქვა, სხვა დიზაინერების იდეების პლაგიატზე. გარკვეული პერიოდი ჟურნალებსაც კი აღარ ვათვალიერებდი, იმის შიშით. რომ ჩემდაუნებურად სხვისი იდეების ზეგავლენის ქვეშ არ მოვქცეულიყავი. არ მიყვარს პლაგიატი… ეს ჩვეულებრივი ქურდობაა.
027
–ყველაფერი ისე გააკეთეთ, როგორც გიდნოდათ, თუ დღევანდელი გადასახედიდან რამეს შეცვლიდით?
– ინტერიერის შეფასება ხდება მას შემდეგ, რაც სახლში ბინადრები იწყებენ ცხოვრებას. ბინის პატრონი ყოველთვის აღნიშნავს, რომ ყველაფერი ძალიან მოსწონს და არაფერს შეცვლიდა.
015
2
084
068
065d
057
043
037
029

კომენტარები

კომენტარი

CLOSE
CLOSE