ბაღის მოვლის 6 ყველაზე გავრცელებული შეცდომა

0

როდესაც ბაღის მოწყობას ვიწყებთ თვალწინ ყოველთვის ისეთი ბაღი გვიდგას, რასაც ჟურნალის ფურცლებზე ვხედავთ, მაგრამ როდესაც საქმე საქმეზე მიდგება სულ სხვა რეალობას ვიღებთ, ამიტომ მსგავსი რამ რომ არ მოხდეს და ტყუილად რომ არ იშრომოთ გაითვალისწინეთ ექვსი შეცდომა, რომელიც არ უნდა დაუშვათ.

შეცდომა #1: დიდი ხეები სახლის წინ
გამოუცდელი მებაღეები სახლის წინ ეზოს გასაფორმებლად ხშირად ისეთ ხეებს რგავენ, რომლებიც 3 მეტრზე მაღალი იზრდება და ვერ ითვალისწინებენ, რომ პატარა ნერგს მომავალში გაბარიტები შეეცვლება და სახლს მთლიანად გადაჩრდილავს.
1
გირჩევთ, რომ ასეთი დიდი ხეებისთვის სახლისგან ცოტა მოშორებით აარჩიოთ ადგილი, რაც პრობლემას არც თქვენ შეგიქმნით და არც მცენარის ზრდას.
2
შეცდომა #2: უყურადღებობა მცენარეების მიმართ
მსგავსი ყვავილები არასასურველი მწვანე “სტუმრების” წინააღმდეგ იდეალური გამოსავალია, მაგრამ ერთ სეზონზე მაინც თუ იზარმაცებთ და ყვავილებს და გაზონს არ მოუვლით არასასურველ შედეგს აუცილებლად ნახავთ. გახსოვდეთ, რომ თუ ეზოში ველური ია გაქვთ, მას განსაკუთრებულად უნდა მიაქციოთ ყურადღება, რათა მთელს ბაღში არ გავრცელდეს.
3
შეცდომა #3: სეზონური ბაღი
იმისთვის, რომ თქვენი ბაღი ხოლოდ გაზაფხულზე და ზაფხულში არ იყოს ლამაზი ისეთი მცენარეები შეარჩიეთ, რომლებიც არცერთ სეზონზე არ გაყვითლდება, ამიტომ წიწვონან მცენარეებს გირჩევთ.
4
შეცდომა #4: მოვლის სირთულის არასათანადო შეფასება
უმრავლესობის აზრით ბაღის მოვლა მხოლოდ მორწყვას გულისხმოს, მაგრამ რეალურად ეს ასე არაა. თუ გსურთ, რომ ლამაზი და მოვლილი ბაღი გქონდეთ მიმართეთ გამოცდილ მებაღეს, რომელიც თქვენი მცენარეებისთვის საჭირო რჩევებს მოგცემთ და დაგეხმარებათ, რომ თქვენი ბაღი მუდამ ლამაზი და აყვავებული იყოს.
6
შეცდომა #5: ხეების დამუშავების უნარ-ჩვევების არცოდნა
იმისთვის, რომ ხეს ზრდის სწორი მიმართულება მისცეთ საჭიროა მისი გაკრეჭა, რასაც სწორი ცოდნა სჭირდება.
7
ამისთვის კი იდეალური დრო არის გვიანი შემოდგომა, როდესაც ზამთრის მოახლოებასთან ერთად გაკრეჭილ მცენარეებს მწერები ვეღარაფერს ავნებენ.
8
შეცდომა #6: მცენარეები ბილიკის გვერდებზე
ეს შესაძლოა ძალიან ლამაზია და სასიამოვნოა, როდესაც ბილიკზე მიაბიჯებთ გარშემო კი მწვანე მცენარეები “მიგაცილებენ”, მაგრამ დაიმახსოვრეთ, რომ როდესაც ისინი გაიზრდებიან გზას გადაფარავენ და გავლაში ხელს შეგიშლიან.
9
გირჩევთ, ისეთი მცენარეები აარჩიოთ, რომლებიც სიმაღლეში დიდად არ იზრდებიან და დროთა განმავლობაში პრობლემას არ შეგიქმნიან.
10

კომენტარები

კომენტარი

CLOSE
CLOSE