,,არქიტექტურულ პრემია 2015-ში’’ გამარჯვებული ბინის ავტორის, მაია წერეთლის მიერ ვაკეში განხორციელებული პროექტი

0

,,არქიტექტურულ პრემია 2015-ში’’ გამარჯვებული ბინის ავტორი მაია წერეთელი არაერთ საინტერესო და გამორჩეულ პროექტს გვთავაზობს. Home And Design მის მიერ ვაკეში, ჭავჭავაძეზე განხორციელებული დუპლექსის აღწერას წარმოგიდგენთ: ბინის ფართი 240 კვ.მეტრს შეადგენს. დიზაინერი მიიჩნევს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი დამკვეთის სტილისა და საჭიროებების გათვალისწინებაა და შესაბამისად, ამ პრინციპიდან არ გადაუხვევია. სახლი მეპატრონესთან შეთანხმებით შექმნა. რემონტი ერთ წელს გაგრძელდა და შედეგად თბილ ტონებში გადაწყვეტილი, სამხრეთული ინტერიერი მიიღეს. სახლი იდეალური მაშინ არის, როდესაც ერთდროულად პრაქტიკული და გემოვნებიანად მოწყობილია. გამოყენებულია ნატურალური მასალა: ხე და ქვა, ხოლო ავეჯი (რბილი ავეჯის გარდა, რომელიც შეძენილია) თბილისში დამზადებულია. 4 საძინებელს ინდივიდუალური, სრულყოფილი სველი წერტილი და გარდერობი აქვს. გარდა ამისა, სახლს აქვს სამრეცხაო, სასტუმრო სველი წერტილი და ასევე სათავსო. როგორც დიზაინერი აღნიშნავს, რემონტის პროცესი ძალიან სასიამოვნოდ მიმდინარეობდა. საინტერესო იყო ნატურალურ მასალებთან შეხება. მეპატრონესთან ერთად შემოქმედებით პროცესში ჩართულობა ყოველგვარი სირთულეების გარეშე დასრულდა. უმთავრესია ფაქტი, რომ ინტერიერი, რომლითაც დიზაინერიც და მეპატრონეებიც ძალიან კმაყოფილი არიან, საქართველოში საკმაოდ მარტივად, იაფად და სიამოვნებით შეიქმნა.
გთავაზობთ ფოტოკოლაჟს, რომელიც სივრცის უკეთ აღქმაში დაგეხმარებათ:
salis santas
salis santas
salis santas
salis santas
salis santas
salis santas
b_017
salis santas
salis santas
salis santas
salis santas
salis santas
salis santas
salis santas
Layout1
Layout1

საკონტაქტო ინფორმაცია:
577 41 65 49

 

კომენტარები

კომენტარი

CLOSE
CLOSE