ავეჯის დამზადება – თანამედროვე ტენდენციები

0
არავინ დავობს იმაზე, რომ ავეჯი ერთ – ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია იმისთვის, რომ სახლში კომფორტულად ვიგრძნოთ თავი. დღესდღეობით, ავეჯის დამზადება მნიშვნელოვან სერვისად იქცა, რადგან რაც უფრო მოხერხებული და ჩვენს მოთხოვნებზე მორგებულია ავეჯი, მით უფრო სასიამოვნოს ხდის სახლში გატარებულ დროს.

სტანდარტული ავეჯი და მწირი არჩევანი

ალბათ ბევრს ახსოვს ის დრო, როცა ავეჯის დამზადება პოპულარური არ იყო და მხოლოდ მზა ავეჯის შეძენა იყო შესაძლებელი. განსაკუთრებით პოსტსაბჭოთა ქვეყნები გამოირჩეოდნენ მწირი არჩევანით. ქართულ ბაზარზე ფიგურირებდა სულ რამდენიმე ცნობილი ბრენდი. თითქმის ყველა საცხოვრებელი ერთი ტიპის ავეჯით იყო გაწყობილი. ეს სტანდარტული ავეჯი არც დიდად მოსახერხებელი და კოფორტული იყო და რაც მთავარია ბევრი ადამიანის გემოვნებას და ინდივიდუალიზმს ვერ აკმაყოფილებდა.
ავეჯის დამზადება

ავეჯის დამზადების ტექნოლოგიების განვითარება

მაგრამ ყველაფერი იცვლება და ვითარდება, ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ავეჯის ინდუსტრიამაც საკმაოდ დიდი ნახტომები გააკეთა განვითარების მხრივ და არა მარტო სერიული ავეჯის წარმოებაში. წარმოებასთან ერთად განვითარდა მოძველებული ტექნოლოგიები, რომელიც უკვე ვეღარ აკმაყოფილებდა თანამედროვე სტანდარტებს. ქვეყანაში ფუნქციონირება დაიწყო და შემდგომ სწრაფად განვითარდა ავეჯის დამამზადებელი კომპანიები. ამით მომხმარებელს მიეცა შესაძლებლობა გაეკეთებინა არჩევანი მზა ავეჯს და თავისი გემოვნებით დამზადებულ ავეჯს შორის.
ავეჯის დამზადება

ამერიკული პრაქტიკულობა და ევროპული ხარისხი

ევროპასა და ამერიკაში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ავეჯის დამზადებამ განსხვავებული დატვირთვაც შეიძინა .მისი მოდურობის, ბევრნაირი სტილის, ფართო ფერთა არჩევანის და ტექსტურების გარდა, ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით შესაძლებელი გახდა ავეჯი მრავალფუნქციური გამხდარიყო. ამ ე.წ. ტრანსფორმერების წყალობით ისეთ მომხმარებელსაც გაუჩნდა მაქსიმალური კომფორტს მიღების საშუალება, ვისაც არ ჰქონდა დიდ სახლებში და ბინებში ცხოვრების საშუალება. დახვეწილი შიდა მექანიზმების მეშვეობით, უკვე შესაძლებელი გახდა მისაღებში განთავსებული თქვენი საყვარელი პატარა დივანი მოსახერხებელ საწოლად გადააქციოთ და ამით მისაღები ოთახი საძინებლად გარდაქმნათ. ან პირიქით, პატარა ბერკეტზე დაჭერით საძინებელი ოთახი ლაუნჯად აქციოთ. ეს “ორი ერთში” ავეჯი დღეს წარმოუდგენლად პოპულარულია ვროპასა და ამერიკაში, რადგან ის შესანიშნავად ერგება ყველანაირ საცხოვრებელ ფართს, გინდაც ფართი მცირე ზომის იყოს.

ავეჯის დამზადება

ავეჯის დამზადება თანამედროვე ქართულ ბაზარზე

თანამედროვე ქართულ ბაზარზე გაჩნდა ავეჯის დამამზადებელი კომპანიები, მათ შორის ბევრი არა, მაგრამ რამდენიმე ნამდვილად აკმაყოფილებს ევროპულ და ამერიკულ სტანდარტებს და გვთავაზობს ისეთ ნამუშევრებს, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია ჩვენი საცხოვრებელი მაქსიმალურად ტრენდულად და თანამედროვედ გამოიყურებოდეს.

ეს კომპანიები აღჭურვილნი არიან თანამედროვე მანქანა – დანადგარებით, მათი გამოყენებით იქმნება კომერციული და საწარმოო ავეჯის უმეტესობა. ამ დანადგარების დიდი ნაწილი ავტომატიზირებულია და კონტროლდება კომპიუტერით. მაღალტექნოლოგიური დანადგარების ექსპლუატაცია ზრდის წარმოების სიზუსტეს და სიჩქარეს. ამიტომ ახალი ტექნოლოგიების და მაღალი ხარისხის მასალის გამოყენებით უკვე შესაძლებელია ისეთი პროდუქტის შექმნა, რომელიც თავისუფლად გაუწევს კონკურენციას გაცილებით ძვირადღირებულ იმპორტირებულ ავეჯს.

ამ კომპანიების მიერ დამზადებული ავეჯი, არათუ ჩამოუვარდება საზღვარგარეთიდან იმპორტირებულ ძვირიან ავეჯს, არამედ თავის პრაქტიკულობით და შესაბამისი ფასით ბევრად უფრო კომფორტული და სასურველია.

ავეჯის დამზადება

იმპორტირებული თუ შეკვეთით დამზადებული ავეჯი?

იმპორტირებული ავეჯი სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ეს ავეჯი აუცილებლად ხარისხიანია. და თუ ხარისხის ყველა ნორმას აკმაყოფილებს,მაშინ, ხშირ შემთხევაში, ის არალეარულად ძვირია ხოლმე. ამ ბოლო დროს შეინიშნება ტენდენცია ბაზრის ჩინური საქონელით ფალსიფიცირების. არავინაა დაზღვეული რომ ევროპული ბრენდის ნაცვლად ჩინურ ან სხვა ქვეყნების უხარისხო საქონელს არ შემოგაჩეჩებს მომწოდებელი.

დამკვეთის სურვილებზე მორგებული ავეჯი გაცილებით კომფორტულია, ვიდრე მზად შეძენილი, რადგან არის მრავალი ნიუანსი, რაც მზა ავეჯში არ არის გათვალისწინებული. ფერების, მასალის და დიზაინის ფართო არჩევანი უპირატესობას ანიჭებს შეკვეთით დამზადებულ ავეჯს და ოდნავ მეტი დროის ხარჯვა ნამდვილად არ შეიძლება ჩაითვალოს დისკომფორტად, მიღებულ შედეგს თუ გავითვალისწინებთ. ამიტომ თუკი გადავწყვეტთ, რომ უპირატესობა მივანიჭოთ ჩვენი გემოვნებით დამზადებულ ავეჯს, მაშინ უნდა დავიწყოთ ძიება,რომ შევარჩიოთ შესაბამისი კომპანია.

ავეჯის დამზადება

რა სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს კომპანია, რომ მასზე გავაკეთოთ არჩევანი

ქართული სამომხმარებლო ბაზარი ავეჯის დამამზადებელი კომპანიების ნაკლებობას ნამდვილად არ განიცდის. არჩევანის გაკეთება საკმაოდ რთულია, რადგან ამ კომპანიებს შორის სულ რამდენიმე კომპანია აკმაყოფილეებს ევროპულ სტანდარტებს. რას უნდა მივაქციოთ ყურადღება, არჩევანი რომ გაგვიადვილდეს და არ მოვტყუვდეთ? პირველ რიგში, რა თქმა უნდა, კომპანიის სოლიდურობას, ეს ნიშნავს იმას ,რომ კომპანიას უნდა გააჩნდეს კეთილმოწყობილი სამუშაო ფართი, სადაც საერთაშორისო ნორმების დაცვით განლაგებული იქნება თანამედროვე მანქანა – დანადგარები და სხვა საჭირო სამუშაო ინვენტარი. ავეჯის დასამზადებლად უნდა იყენებდეს მხოლოდ ევროკავშირში წარმოებულ სერთიფიცირებულ ეკოლოგიურად სუფთა მასალებს და მყარ გარანტიებს იძლეოდეს შესრულებული სამუშაოს ვადებზე. შეკვეთის შესრულების ხარისხის გათვალისწინებით იძლეოდეს რამდენიმე წლიან გარანტიას, რომ ყველა შეკვეთა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ დროში შესრულდება.

ყავდეს პროფესიონალი კადრი, რომელთა გადამზადებას პერიოდულად განახორციელებს, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია ამ სფეროს ინოვაციებსა და ტექნოლოგიურ სიახლეებში გათვითცნობიერებული კადრები. ეს კიდევ უფრო სასურველს გახდის ასეთ კომპანიებთან თანამშრომლობას.

და როცა იპოვით ასეთ კომპანიას, რომელიც ამ ყველა სტანდარტს აკმაყოფილებს, ჩათვალეთ შედეგი გარანტირებული გაქვთ.

გისურვებთ წარმატებას!